ნატურალური წვენების კომპანია “კამპამ” შესაძლოა პროდუქცია კანადასა და ყაზახეთში გაიტანოს, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
Commersant.ge–სთან საუბრისას კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, ლევან ჩხაიძემ განაცხადა, რომ ორ ქვეყანასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ჩხაიძის თქმით, “კამპა” საქართველოში მხოლოდ იმპორტირებულ პროდუქციას უწევს კონკურენციას.
“საქართველოში ნატურალურ წვენებს, ჩვენს გარდა, მხოლოდ ორი კომპანია აწარმოებს. “სანტე” ამ ტიპის წარმოებას ნაკლებ ყურადღებას უთმობს და უფრო რძის პროდუქტებზე მუშაობს. “კულა” კი განსხვავებული ტექნოლოგიით მუშაობს და საკუთარ წვენებს შაქარს ამატებს.
ჩხაიძის თქმით, “კამპა” ორი სახეობის - 50%–იან და 100%–იან ნატურალურ წვენებს აწარმოებს. 100%–იანი წვენები კი, ჩხაიძის თქმით, უშაქროა. მისივე ინფორმაციით, “კამპას” უპირატესობა სხვა პროდუქციასთან შედარებით, ემულგატორების არ არსებობა და დაბალი ფასია. კომპანიის პროდუქციის ღირებულება 2,30 ლარიდან იწყება.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულიდან “კამპამ” წარმოებაში ცივი ჩაი ჩაუშვა. უახლოეს მომავალში კი, ამ ხაზის გაფართოება და რამდენიმე ახალი გემოის დამატება იგეგმება.
Related Stories