
ღვინის ქართული ბაზრის ერთერთი უმსხვილესი მოთამაშის „თბილღვინოს“
განცხადებით, 2011 წელს გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდით ასრულებენ, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
კომპანიის დირექტორის თქმით, გასულ წელთან შედარებით რეალიზაცია დაახლოებით 35%–ით გაიზარდა.
გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, კომპანია ინარჩუნებს ქართული ღვინის საექსპორტო ბაზარზე ლიდერობას. ამასთან, მისი თქმით, 2011 წელს თბილღვინოს საექსპორტო ბაზრების სია 6 ქვეყნით გაიზარდა. კომპანია ამჟამად 4 სავაჭრო ნიშნის ქვეშ 70–მდე სხვადასხვა ეტიკეტით ღვინოს აწარმოებს.
„შუხმან ვაინ კომპანიში“ 2011 წელს გაყიდვების 60%–იან ზრდაზე საუბრობენ. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, 2011 წელს საექსპორტო ბაზრებს 8 ქვეყანა დაემატა და ამჟამად შუხმანის ბრენდული ღვინო 11–მდე ბაზარზე გადის. ამასთან, კომპანია მომხმარებელს წლის ბოლომდე ცქრიალა ღვინო „შამპანს“ შესთავაზებს. ახალი პროდუქტი პირველ ეტაპზე ღვინის სპეციალურ მაღაზიებსა და ქსელურ სუპერმარკეტებში 19-20 ლარად გაიყიდება. “შუხმან ვაინ კომპანის” სავაჭრო ნიშნის ქვეშ ორი ბრენდული ღვინო გამოდის.
Related Stories