“ნაბეღლავი” და “ყაზბეგი” ირანში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას განცხადებას ეხმაურებია, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
შეგახსენებთ: ირანისა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ commersant.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანში „ყაზბეგის“ ჩამოსხმისთვის საჭიროა შესაფერისი წყლის რესურსი, რაც ირანისათვის პრობლემაა, შემდეგ კი - საიმედო პარტნიორის მოძებნა და აუცილებელი ნებართვების მიღება ირანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურებიდან.
რაც შეეხება "ნაბეღლავს", ელჩის თქმით, აღმოსავლეთში და, კერძოდ, ირანში, "ნაბეღლავის" ექსპორტის განხორციელება არცთუ ადვილი იქნება, რადგან, ამ შემთხვევაშიც, საჭიროა საიმედო პარტნიორის მოძებნა და შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების აღება. „აღნიშნულ კომპანიებს საელჩოსთვის კონკრეტული წინადადებებით არ მოუმართავთ,“ - განაცხადა ჯანჯღავამ.
“ყაზბეგის” დამფუძნებლის, გოგი თოფაძის თქმით, მათი კომპანიის პარტნიორი ირანში გავლენიანი ადამიანი, თეირანის ვიცე მერია. თოფაძის თქმით, “ყაზბეგმა” ქვეყანაში ლიმონათის ჩამოსხმისთვის ორი ინსტანციისგან დადებითი პასუხი უკვე მიიღო, წარმოების დასაწყებად კი, კიდევ ორი სტრუქტურიდანაა ნებართვა საჭირო. “ამ ეტაპზე ირანის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კიდევ ერთ-ერთ უწყებასთან მიდის მოლაპარაკებები, რომ იქ წარმოების უფლება მოგვცენ. რაც შეეხება ჩვენს საელჩოს, თუ საჭირო გახდება მათი დახმარება, ჩვენი პარტნიორი მას აუცილებლად მიმართავს,” – განაცხადა თოფაძემ.
მისი თქმით, ნებართვის მიღებისთანავე, “ყაზბეგის” ექსპერტები ირანში ჩავლენ და ლიმონათის წარმოებაც დაიწყება.
“ნაბეღლავის” გენერალური დირექტორი, ავთანდილ სვიმონიშვილი კი, commersant.ge–სთანამბობს, რომ ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ მათი ქარხნიდან ნიმუშები აიღო და ამ ეტაპზე კომპანია მათ დასკვნას ელოდება. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, “ნაბეღლავი” ავტომატურად შეძლებს პროდუქციის ექსპორტს. “ჩვენ ყველა ინსტანცია გავიარეთ და ახლა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვა გვჭირდება. ირანის საელჩოს მივმართეთ, რომ დაეჩქარებინა ექსპერტიზის დასკვნის პროცესი, თუმცა ჯერ უცნობია, როდის გაგვცემენ პასუხს” – განაცხადა სვიმონიშვილმა.
მისი თქმით, ირანის მოსახლეობა ჰიდროკარბონატული წყლების ნაკლებობას განიცდის და ამიტომ, ირანში ექსპორტი პერსპექტიულია. გოგი თოფაძის თქმით, ქართული ლიმონათის პერსპექტივას აზიის ბაზარზე ის ფაქტიც ამყარებს, რომ ირანი ბიუროკრატიული ქვეყანაა და ამერიკულ პროდუქციაზე უარს ამბობს. “მათ არ უნდათ ამერიკული “კოკა–კოლა”, “ფანტა” და მსგავსი სასმელები. მარტო თეირანში 19 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს კი ძალიან დიდია პერსპექტივაა,” – ამბობს გოგი თოფაძე .
Related Stories