საქართველოს ჩემპიონად "ზესტაფონი" გამოცხადდა


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

“ჯიემსი ჯგუფი" ახალ რესტორანს „სლავიანკას“ ხსნის

10/12/2011 11:53 (163 დღე 16:52 minutes ago)

matrioshka.jpg

ჯიემსი ჯგუფიდღეს ახალ რესტორანს „სლავიანკას“ ხსნის. ეს „ჯიემსის“ მეშვიდე რესტორანი იქნება ქართულ ბაზარზე. "შემოიხედე გენაცვალეს" ორი პოპულარული რესტორანიც "ჯიემსი ჯგუფის" ფრენჩაიზს იყენებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

„2011 წლის ბოლოსათვის სულ 7 რესტორანი გვექნება,“ თქვა „ჯიემსი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა თამუნა ლომთათიძემ The FINANCIAL - თან საუბარში.  მომავალში „ჯიემსი ჯგუფი“  კიდევ 7 რესტორნის შეძენას გეგმავს. 2015 წლისთვის „ჯიემსის“ საკუთრებაში დაახლებით 15 რესტორანი იქნება. გარდა ამისა, ჩვენი ჯგუფი ბიზნესს აჭარასა და სვანეთშიც გააფართოვებს.“

 

„ჯიმესი ჯგუფი“ ქსელში სხვადასხვა ტიპის რესტორნებს აერთიანებს. თუ შეიძლება გვესაუბრეთ მათ შესახებ და გვითხრათ რომელია ყველაზე პოპულარული?

 

ვცდილობთ რესტორნებს რაც შეიძლება ბევრი ტრადიციული დეტალი შევმატოთ.  ჩვენ არ გვსურს ჩვენი რესტორნები ბაზარზე არსებულ სხვა რესტორნებს გავდეს და ამიტომ განსხვავებულ სერვისებს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. ეს არის ძირითადი ნიშანი, რაც განასხვავებს  „ჯიემსის“ რესტორნებს სხვა რესტორნებისაგან.

 

ჩვენი პირველი რესტორანი „ძველი სახლი“ 10 წლის წინ გაიხსნა. რესტორანი ოდნავ მუზეუმს გავს. მისი დიზაინი და მენიუ ძალიან ტრადიციული და უნიკალურია ქართული კულტურისათვის.

 

რესტორანი „ქალაქური“ კომპლექსია, რომელიც კლუბს, რესტორანსა და ლაუნჯ-ბარს აერთიანებს. სწორედ ამიტომ კლიენტების ბაზა ძალიან მრავალფეროვანია. რესტორანი უფრო კორპორატიულ ღონისძიებებზეა გათვლილი. ლაუნჯ-ბარი ევროპული სტილი საა და მენიუც ევროპულია, ხოლო ღამის კლუბი უფრო ახალგაზრდა თაობაზეა გათვლილი, აქ 18-25 წლამდე ასაკის ადამიანები დადიან. შემიძლია ამაყად განვაცხადო, რომ „ქალაქურს“ 2011 წელს 70%-იანი ფინანსური ზრდა ჰქონდა.

 

„შემოიხედე გენაცვალე“ სწრაფი კვების ობიექტია, რომელიც ქართულ ეროვნულ კერძებს სთავაზობს მომხმარებელს. ეს ქართული ტრადიციული სამზარეულოს პირველი სწრაფი კვების ქსელია. რესტორნების ეს ქსელი ყველა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი. 2010 წელს რესტორანს ბავშვთა კუთხე და სპეციალური ბავშვების მენიუ დაემატა.

 

გარდა ამისა „ჯიემსის“ მფლობელობაშია რეტრო გრილ-ჰაუზი ”ბოჰემა,“ რომელიც მთლიანად ტერასაზე მდებარეობს. „ბოჰემა“ ზაფხულის სეზონზე ძალიან წარმატებულად მუშაობდა და ამიტომაც მისი რეინვესტიცია გადავწყვიტეთ. ეს იქნება რესტორანი შენობაში, დიდი ტერასით. მალე „ბოჰემა“ თავის სტუმრებს ბევრ საინტერესო კერძს შესთავაზებს.

 

„მატრიოშკა“ „ჯიემსის“ ძალიან ცნობილი რესტორანი იყო, თუმცა დაიხურა. რა იყო რესტორნის დაკეტვის მიზეზი? ადგილმდებარეობამ ხომ არ ითამაშა ამაში როლი? გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

„მატრიოშკა“ მრავალი წლის განმავლობაში ძალიან წარმატებულად მუშაობდა, თუმცა რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ, კერძოდ კი 2008 წლის ომმა  ნეგატიური ზეგავლენა იქონია ბიზნესზე. იმ პერიოდში კლიენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. აქედან გამომდინარე 2010 წლის მაისში რესტორანი დავხურეთ. ამ გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა გმირთა მოედნის ხანგრძლივი რეკონსტრუქციის პროცესმა, თუმცა არა გადამწყვეტი. მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ბაზარზე აღარ იყო შესაბამისი მოთხოვნა რუსულ რესტორანზე.

 

ამის მიუხედავად, ახალ რესტორანს რომელიც „მატრიოშკას“ ნაცვლად იხსნება, რუსული ფორმატი სულ არ დავუკარგეთ, რადგან ხალხს უყვარს რუსული სამზარეულო და გართობა.  ახალი სლავური ტიპის რესტორანი „სლავიანკა“ 10 დეკემბერს გაიხნება. რესტორანი იგივე ადგილას მდებარეობს, თუმცა განახლებულ გმირთა მოედანზე ახლა ის უფრო შესამჩნევი იქნება.  ჩვენ მომხმარებელს მრავავალფეროვანს სერვისებს შევთავაზებთ, მათ შორის შვიდი სლავური ქვეყნის სამზარეულოს, სლავურ მუსიკას და სლავური დღესასწაულებისადმი მიძღვნილ სპეციალურ ღონისძიებებს. რესტორნის დიზაინიც სლავური სტილი ს არის. რესტორანი „სლავიანკა“ ბიზნეს დელეგატებზე და სამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციების, კერძოდ საელჩოს წარმომადგენლებზე იქნება გათვლილი.

 

შეგიძლიათ გვითხრათ მთლიანი ინვესტიციების მოცულობა, რომლებიც „ჯიემსიმ“ წლების განმავლობაში განახორციელა? რა გეგმები გაქვთ 2012 წლისთვის?

 

რთულია იმ ინვესტიციების ზუსტი მოცულობა გითხრათ, რომელიც წლების განმავლობაში „ჯიემსი ჯგუფმა“ განახორციელა. მაგალითად, რესტორან „ქალაქურის“ საწყისი საინვესტიციო თანხა 5 მილიონი ლარი იყო. 2010 წელს მისი განახლება მოხდა, რასაც 100, 000 ლარი დასჭირდა. „სლავიანკას“ საწყისი ინვესტიცია 90,000 ლარია. „ბოჰემას“  საწყისი კაპიტალი მხოლოდ 15,000 ლარი იყო, თუმცა 2012 წელს მისი რეინვესტიციაზე 500,000 დოლარი დაიხარჯება. მთლიანი ინვესტიციის მოცულობა, რომელსაც კომპანია 2012 წელს დახარჯავს 250, 000 ლარი იქნება.

 

2008-2009 წლებში სერიოზული ფინანსური პრობლემები გვქონდა. თუმცა 2010 წლიდან ფინანსურად მოვძლიერდით და ბაზარზე პოზიციების დამკვიდრებას განვაგრძობთ.

 

რაც შეეხება რესტორნის ფასებს, როგორი პოლიტიკა გაქვთ ამ მხრივ? რამდენად ხშირად იცვლება ფასები თქვენს რესტორნებში?

 

გასულ წელთან შედარებით, პროდუქციაზე ფასები 100%-ით გაიზარდა. მაგალითად, ადრე თუ ხორცი 6-7 ლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 15 ლარამდეა. თუმცა  „ჯიემსი ჯგუფს“ თავისი მომწოდებლები ჰყავს, რომლებიც პროდუქტებს შედარებით ნალებ ფასად გვაწვდიან.  ამიტომაც არ გაზრდილა ჩვენს ქსელში ფასები, ბაზარზე არსებული ფასების შესაბამისად. ბაზარზე ფასები მუდმივად იცვლება, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ სტაბილური ფასები შევინარჩუნოთ,  რათა კლიენტები არ დავკარგოთ.

 

გეგმავთ თუ არა ქსელის გაფართოვებას საქართველოს რეგიონებში, ან საზღვარგარეთ?

 

ქსელის გაფართოვებას თბილისში ალბათ 2012 წელს დავასრულებთ, როდესაც 15 რესტორანს გავხსნით. ამის შემდეგ ჩვენ ქსელს საქართველოს რეგიონებშიც გავაფართოვებთ. რესტორნების გახსნას სვანეთიდან და აჭარიდან დავიწყებთ.თუმცა, შესაძლოა უკვე ამ ზამთარს გუდაურში გავხსნათ რესტორანი.

 

რაც შეეხება საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლას, ჩვენ რამდენიმე შემოთავაზება გვქონდა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. თუმცა, „ჯიემსი ჯგუფი“ ამ ეტაპზე საზღვარგარეთ ქსელის გაფართოვებისგან თავს იკავებს. ჩვენ ჯერ საქართველოს ბაზარზე გვსურს გავხდეთ ყველაზე ძლიერი მოთამაშეები  და შემდეგ დავიწყებთ მოლაპარაკებებს უცხოეთში.

 

„ჯიემსი ჯგუფის“ მფლობელს მოსკოვში ქართული რესტორანი  აქვს, თუმცა მის მართვაში ჩვენ არ ვმონაწილეობთ. 

რესტორანში ქართული ნაციონალური კერძების დაგემოვნება შეუძლიათ სტუმრებს. „შემოიხედე გენაცვალეს“ გახსნის იდეა სწორედ მოსკოვში მიღწეული წარმატების შემდეგ გაჩნდა.

 

რამდენად ხართ ტურისტებზე ორიენტირებული? ხშირად დადიან თქვენს რესტორნებში უცხოელები?

 

რა თქმა უნდა, ჩვენ ტურისტებზეც ვზრუნავთ და სპეციალურად მათთვის შექმნილი სერვისებიც გვაქვს. უცხოელთაგან ყველაზე დიდი ინტერესს  ,,შემოიხედე გენაცვალე” და “ძველი სახლი” იმსახურებს. უცხოელების უმრავლესობა უკრაინელი, რუსი, პოლონელი, აზერბაიჯანელი და სომეხია. ჩვენ რესტორნებს ასევე სტუმრობენ დასავლეთ ევროპიდან და ამერიკიდან საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული დელეგაციები.

 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ უცხოელები უფრო მეტ თანხას ხარჯავენ ჩვენთან, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა.

იმის გამო, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება, ჩვენ ვცდილობთ ინგლისური ენის მცოდნე თანამშრომლები ავიყვანოთ სამსახურში. ეს ჯერ კიდევ პრობლემაა, თუმცა თითქმის ყველა ჩვენს რესტორანში გვყავს ინგლისურად მოსაუბრე ოფიციანტები.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 15:16 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group