
2011 წელს ქართული სარეკლამო ბაზარი გაიზარდა. ძირითადად ზრდა შეეხო
სატელევიზიო და “ახალ მედია” საშუალებებში (ძირითადად Facebook-ზე)
რეკლამების რაოდენობის ზრდას.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამის შესახებ commersant.ge-ს მარკეტინგული კომპანია TMG Marketing-ის ხელმძღვანელმა ნიკო თევდორაშვილმა განუცხადა. თუმცა, მისივე თქმით, წელი ჯერ არ არის სტატისტიკურად შეჯამებული და ამიტომ ზრდის პროცენტული მაჩვენებლის დასახელება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
რაც შეეხება სარეკლამო სივრცის ყველაზე აქტიურ მოთამაშეებს, თევდორაშვილის თქმით, საქართველოში „ისტორიულად“ ყველაზე აქტიურები არიან: ჰიგიენური პროდუქციის წარმომადგენლები/დისტრიბუტორები, GSM ოპერატორები, ბანკები , საკომუნიკაციო კომპანიები, აფთიაქები, სურსათის მწარმოებელი/დისტრიბუტორები. სარეკლამო ბაზარზე ასევე აქტიურობენ ელექტროსაქონლის მაღაზიები და სადაზღვევო კომპანიები. ამასთან, ძალიან მცირეა სარეკლამო ბაზარზე ახალი დამკვეთი კომპანიების შემოსვლის შემთხვევები.
წელს გამოკვეთილ ტენდენციებს შორის ნიკო თევდორაშვილი სატელევიზიო სარეკლამო დროის ტარიფების ზრდასაც ასახელებს, რაც, მისივე შეფასებით, გამოწვეულია სარეკლამო დროის პირველადი გაყიდვების ბაზარზე 2 კომპანიის ნაცვლად 1 უალტერნატივო გამყიდველის, „ჯენერალ მედიის“ დარჩენით.
2012 წელს ქართული სარეკლამო ბიზნესი საპარლამენტო არჩევნებს ელოდება, რომელიც, თევდორაშვილის შეფასებით, სარეკლამო ბაზარს გამოაცოცხლებს და ამასთან გაზრდის სარეკლამო ტარიფებს როგორც რეკლამის დამზადების ასევე განთავსების კუთხით.
Related Stories