მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში წელს დაახლოებით მილიონ რუს ტურისტს ველოდებით


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

IDS-ს 2012 წელს რუსეთში ბორჯომის ექსპორტის განახლება სურს

21/12/2011 13:39 (152 დღე 15:09 minutes ago)

civil.ge -- საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International–მა განაცხადა 20 დეკემბერს, რომ მომავალ წელს რუსულ ბაზარზე მინერალური წყლის „ბორჯომის“ დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

IDS Borjomi International–ი, რომლის მთავარი ოფისიც კიევშია განთავსებული და რომლის მფლობელიც კომპანია Salford Capital Partners Inc.–ია, წარმოადგენს საწარმოთა ჯგუფს, რომლებიც მინერალურ წყლებს აწარმოებენ რუსეთში, უკრაინა სა და საქართველოში. IDS ბორჯომი საქართველო, იგივე საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია, ამ ჯგუფის შვილობილი კომპანიაა საქართველოში, რომელიც „ბორჯომის“ სავაჭრო ნიშნის მფლობელია და ბორჯომის მინერალური წყლის მოპოვების და წარმოების ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს.  

თავის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში IDS Borjomi International–მა განაცხადა, რომ მისი გენერალური დირექტორი ვლადიმერ აშუროვი 14 დეკემბერს რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს „როსპოტრებნადზორ“–ის ხელმძღვანელს, გენადი ონიშჩენკოს შეხვდა და 2012 წელს რუსულ ბაზარზე „ბორჯომის“ ექსპორტის განახლების შესაძლებლობა განიხილა.

„როსპოტრებნადზორი მზადაა IDS Borjomi International–ის წინადადებები განიხილოს ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე მიწოდებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება რუსული და საერთაშორისო კანონმდებლობა. მოლაპარაკებების არ ეტაპზე კომპანიას რამდენიმე ფორმალური მოთხოვნის დაკმაყოფილება შესთავაზეს რუსულ ბაზარზე შესასვლელად“, – განაცხადა IDS Borjomi International–მა და დასძინა, რომ კომპანია მზადაა ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

პირველად იმის თაობაზე, რომ „როსპოტრებნადზორთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, IDS Borjomi International–მა 2011 წლის სექტემბერში განაცხადა.

IDS Borjomi International–ის ინფორმაციით, ამჟამად, „ბორჯომის“ ექსპორტი, დაახლოებით, 30 ქვეყანაში ხორციელდება.

რუსეთმა ქართული მინერალური წყლების და ღვინის იმპორტი 2006 წელს აკრძალა და ამის მოტივად უსაფრთხოების ნორმები დაასახელა – საქართველოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს ქმედება მოსკოვის ემბარგოს ნაწილია, რომელმაც ვერ მიაღწია თავის მიზანს, რომ საქართველოს ეკონომიკა შეერყია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 15:19 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group