აჭარაში ინვესტიციების მოცულობა 14 პროცენტით გაიზარდა


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

რუსეთის 2011 წლის მილიარდერთა რეიტინგში 5 ქართველი ბიზნესმენი მოხვდა

06/01/2012 12:54 (136 დღე 15:56 minutes ago)

რადიო კომერსანტის ცნობით, გავლენიანმა რუსულმა გამოცემამ  ,,ფინანსმა” 2011 წლის მილიარდერთა და მილიონერთა რეიტინგი გამოაქვეყნა,  სადაც 5 ქართველი ბიზნესმენი მოხვდა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ესენია: დავით იაკობაშვილი, დავით პანიკაშვილი, პაატა გამგონეიშვილი , ვიაჩესლავ მირილაშვილი და ბორის ივანოვი (იგივე ბიძინა ივანიშვილი).

ხუთ ქართველ ბიზნესმენთა შორის ყველაზე მდიდარი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია, რომელიც რეიტინგში 27–ე ადგილზეა 5 მილიარდი დოლარით. ხუთეულიდან მეორე ადგილს  დავით იაკობაშვილი იკავებს,  მთლიან რეიტინგში კი იაკობაშვილი 134–ე ადგილზეა და 830 მილიონ დოლარს  ფლობს.

იაკობაშვილმა   ბიზნესი რუსეთში   1988 წელს დაიწყო, როდესაც სილამაზის სალონი ,,ჟენშენი” დააარსა. ამას მოჰყვა კაზონო ,,ჩერი”. 1992 წელს კი დააფუძნა ჯგუფი ,,ვიმ–ბილ–დანი საკვები პროდუქტები”. გარდა ამისა, იაკობაშვილი აგრო ბიზნესი ს, უძრავი ქონებისა და გასართობი ინდურტრიის სფეროებში მის მიერვე დაფუძნებული რამდენიმე კომპანიის დირექტორთა საბჭოს  წევრია.

რეიტინგის მიხედვით  140–ე ადგილს 26 წლის  ვიაჩესლავ მირილაშვილი იკავებს, რომლის ქონება 790  მილიონ დოლარს შეადგენს.

მირილაშვილი  სოციალური ქსელი «В Контакте» თანამფლობელია, რომლის მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 24 მილიონია. 26 წლის ბიზნესმენი ასევე ცნობილი ბიზნესმენის, მიხეილ მირილაშვილის ვაჟია.

მომდევნო ადგილები კი ,,ფინანსის”  რეიტინგში ფარმა-დისტრიბუტორი კომპანიის ,,როსტას” დამფუძნებლებმა დავით პანიკაშვილმა და პაატა გამგონეიშვილმა დაიკავეს. დავით პანიკაშვილი რეიტინგში 192–ე ადგილზეა, 570 მილიონი დოლარით. ხოლო გამგონეიშვილი ბანკ ,,Славянский кредит”-ის დამფუძნებელია და მისი ქონება   290 მილიონს შეადგენს. ის რეიტინგში 323–ე ადგილზეა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 15:21 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group