| "თიბისი ბანკის" და "ჯეოსელისთვის" 2012 საიუბილეო წელია |
|
09/01/2012 15:16 (133 დღე 13:35 minutes ago) | ||||||||||||
|
2012 ქართულ ბაზარზე ორი მსხვილი კერძო სტრუქტურისთვის საიუბილეო წელია, იუწყება რადიო კომერსანტი.
“თიბისი ბანკი“ 20 წლის ხდება, ხოლო „ ჯეოსელი “ საქმიანობის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო წელთან დაკავშირებით “თიბისი ბანკიც” და “ ჯეოსელი ც” მომხმარებელს სპეცაილურ შეთავაზებებს ჰპირდებიან. „თიბისის ბანკის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, წელს ბანკის ერთ–ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება მაღალი ხარისხის მომსახურება იქნება. მისი განმარტებით, „თიბისი“ მომხმარებელს ყოველ ახალ თვეს ახალ შეთავაზებას გაუკეთებს. „ჯეოსელში“ აცხადებენ, რომ 15 მარტს 15 წლის ხდებიან და მომხმარებელს ბევრი საინტერესო სიურპრიზი ელოდება. 2012 წელს „ ჯეოსელი “ ბაზრის წილის კიდევ უფრო გაზრდასაც გეგმავს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|











