
„ადიდასის“ და „ნაიკის“ ქართულ მაღაზიებში ზამთრის სეზონის გაყიდვებით უკმაყოფილო არიან, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ბრენდების ქართული წარმომადგენლობის ინფორმაციით, თბილისურმა „შოფინგ–ფესტივალმა“ გაყიდვები შეუმცირათ. მენეჯმენტის განმარტებით, ფესტივალის გაპიარება სამი კვირით ადრე დაიწყო და შოფინგ–ფესტივალის მოლოდინში მომხმარებელი არ აქტიურობდა, 3-დღიანმა ფესტივალმა კი, მათი თქმით, გაყიდვების კუთხით ჩაგდებული პერიოდი ვერ აანაზღაურა.
მენეჯმენტის განცხადებით, სწორედ ამიტომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები არ შეცვლილა. ამჟამად სპორტულ მაღაზიათა ქსელებში საახალწლო 30-50%–იანი ფასდაკლებაა.
„პუმას“ მაღაზიათა ქსელში, როგორც თავად აცხადებენ, ზამთრის სეზონზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები 20%–ით არის მომატებული. მაღაზია მომხმარებელს ამჟამად ზამთრის კოლექციაზე 50%–მდე, ხოლო ძველ კოლექციაზე 70%–მდე ფასდაკლებას სთავაზობს. მენეჯმენტის განცხადებითვე, „პუმა“ თბილისი შოფინგ ფესტივალში არ მონაწილეობდა, რადგან მაღაზიას იმ დროისთვის უკვე ჰქონდა გამოცხადებული 50%–მდე ფასდაკლება. კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ შოფინგ–ფესტივალი კომერციულად არასწორად გათვლილი პროექტია.
ცნობისთვის: თბილისის პირველი შოფინგ–ფესტივალი 9–11 დეკემბერს გაიმართა. თბილისის მერიამ იმის გასარკვევად რა შედეგები მოიტანა ფესტივალმა, სპეციალური კვლევა დაუკვეთა.
Related Stories