აჭარაში ინვესტიციების მოცულობა 14 პროცენტით გაიზარდა


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ქართული ყველი მსოფლიო ბაზარზე დარეგისტრირდება

ავტორი ნინო ნატროშვილი, ნეტგაზეთი

17/01/2012 15:07 (125 დღე 13:46 minutes ago)

სასტუმრო ,,Holiday Inn” -ში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ადგილობრივი წარმოების ყველის და ღვინის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს მისიის მუდმივი წარმომადგენელი ჯეიმი მაკგოლდრიკი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,მნიშვნელოვანია, რომ ქართული ყველის ყველა სახეობა მსოფლიო ბაზარზე დარეგისტრირებული იყოს. პირველი ნაბიჯები ამ კუთხით უკვე გადაიდგა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და უახლოეს მომავალში რამდენიმე სახეობის ყველის დარეგისტრირება კიდევ მოხდება. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას და გაამარტივებს საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას,” - განაცხადა ზაზა გოროზიამ. ქართული პროდუქციის გეოგრაფიული და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის პროცესში აქტიურად მონაწილე პირები მინისტრმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარემ, ანა გოდაბრელიძემ, პრეზენტაციის სახით წარმოადგინა ქართული ყველისა და ღვინის გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის კუთხით უკვე განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი პროექტები.


გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა ს, ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის გაფართოების კუთხით. 2011 წელს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის”, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის, ყველის და სხვა ადგილობრივი პროდუქციის იდენტიფიცირება და რეგისტრაცია, რაც დაიცავს ქართველ ექსპორტიორებს და მწარმოებლებს საერთაშორისო ბაზარზე.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 15:24 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group