საქართველოს მასშტაბით 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

თემურ ჭყონია ლაშა პაპაშვილის სასტუმროს უპირატესობებს აღიარებს

25/01/2012 17:15 (117 დღე 11:43 minutes ago)

რადიო კომერსანტის ცნობით, სიღნაღში ლაშა პაპაშვილის სასტუმრო ტურისტებს გაზაფხულიდან მიიღებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

სამშენებლო კომპანია „რედიქსის“ ინფორმაციით, ამჟამად სიღნაღში მდებარე სასტუმრო „კაბადონში“ სრულდება შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები და  კეთდება ელექტრო გაყვანილობა. მათივე განცხადებით, 3–ვარსკვლავიანი „კაბადონი“ ბუტიკ სასტუმროა, რომელიც სასტუმროების საერთაშორისო ქსელშია გაწევრიანებული. „კაბადონში“ 21 ნომერი, რესტორანი, საცურაო აუზი და სპა–სალონები განთავსდება. პროექტში ჩადებული ინვესტიციის ღირებულება 5 მილიონ დოლარს აღემატება.

ცნობილი ბიზნესმენი თემურ  ჭყონია, რომელიც სიღნაღში სასტუმრო „სოლომონს“  ფლობს, „რედიქსის“ სასტუმროს კონკურენტად არ აღიქვამს. ბიზნესმენის განმარტებით, სიღნაღში მაღალსერვისიანი სასტუმროების დეფიციტია და კიდევ  ერთი 3–ვარსკვლავიანი ობიექტის გახსნა რეგიონში ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.

თემურ ჭყონიას განცხადებითვე, სასტუმროები „სოლომონი“ და „კაბადონი“ ერთად 36 ნომერს აერთიანებენ, რაც სიღნაღის ტურისტული პოტენციალისთვის საკამრისი არ არის.  ჭყონიას თქმითვე, „რედიქსის“ სასტუმროს „სოლომონთან“ შედარებით უკეთესი ხედი აქვს, ხოლო ადგილმდებარეობით „სოლომონი“ პრიორიტეტულ მდგომარეობაშია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 15:29 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group