სააკაშვილი ივანიშვილის შესახებ


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ღვინის კომპანიები: აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედება ამერიკაში ექსპორტს გაზრდის

03/02/2012 15:54 (108 დღე 13:10 minutes ago)

ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედება შტატებში ქართული ღვინის ექსპორტს გაზრდის – რადიო კომერსნტის ცნობით, ამის შესახებ ღვინის კომპანიების ნაწილი  რადიო „კომერსანტთან“ საუბრობს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

შეგახსენებთ: საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივაზე განცხადებები ამერიკის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა გააკეთეს.

„შუხმან ვაინში“ აცხადებენ, რომ გამარტივებული  ვაჭრობის რეჟიმი ქართულ პროდუქტს შტატების კანონმდებლობით იმპორტულ საქონელზე გათვალისწინებული გადასახადისგან გაათავისუფლებს. კომპანიის კომერციული დირექტორის განმარტებით, ეს ექსპორტის გაზრდას  და  თანხის დაზოგვას შეუწყობს ხელს.

„შუხმან ვაინ კომპანის“ ღვინო ამერიკულ ბაზარზე 2007 წლიდანაა წარმოდგენილი. კომპანია შტატებში მთლიანი წარმოების 15%–ს ყიდის.ღვინის კომპანია „ქინძმარაულის მარანის“ დირექტორიც აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედება ქართული ღვინის ბაზარს საგრძნობლად დაეტყობა. დიმიტრი ლებანიძის თქმით, ქართული ღვინო ამერიკის ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდება, ხოლო ხარისხი და ფასი ერთმანეთის შესაბამისი იქნება. მისი განცხადებით, „ქინძმარაულის მარანი“ ამერიკაში ექსპორტს უკვე აწარმოებს, თუმცა არა დიდი მოცულობით.

ლებანიძის თქმით, დღეს კომპანიებს საბაჟო ტარიფების გადახდა უწევთ, რაც ჯამში პროდუქციას მინიმუმ 4–ჯერ აძვირებს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 15:35 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group