ირანში არსებულმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ ქართული კომპანიების ნაწილის საექსპორტო გეგმები შეცვალა, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
კომპანია „ყაზბეგის“ დამფუძნებელი რადიო “კომერსანტთან” აცხადებს, რომ ირანში გასასვლელად ყველაფერი მომზადებული აქვს. თუმცა, გოგი თოფაძის თქმით, კომპანიის ირანელი პარტნიორები ქვეყნის ირგვლივ არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო გეგმის განხორციელებისაგან თავს იკავებენ.
ბიზნესმენის განცხადებით, მოსახლეობა ომის მოლოდინშია, ამიტომ ზაფხულამდე ვითარება გაურკვეველი იქნება.
განსხვავებული პოზიცია აქვთ კომპანია „ნაბეღლავში,“ რომელიც ასევე გეგმავს ირანის ბაზარზე შესვლას. კომპანიაში ამტკიცებენ, რომ მუშა პროცესი გრძელდება და იმედი აქვთ „ნაბეღლავის“ პროდუქცია ირანის ბაზარზე უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. შეგახსენებთ: ბირთვული პროგრამის განხორციელების გამო ევროკავშირმა 1 ივლისიდან ირანის ნავთობის იმპორტის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ამის პასუხად კი ირანის პარლამენტმა ევროპისთვის ნავთობის ივლისამდე შეწყვეტის განხილვა დაიწყო.
პარალელურად ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალ ჰამეინი დასავლეთს საპასუხო ზომებით ემუქრება. ასე ეხმაურება ჰამეინი ამერიკისა და ისრაელის თავდაცვის მინისტრების განცხადებებს, რომლებმაც ირანზე თავდასხმა არ გამორიცხეს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა კი დარწმუნებულია, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე, ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიიტანოს.
Related Stories