
ქართულ ბაზარზე სომხურ ყავაზე მოთხოვნა პრაქტიკულად გაქრა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამის შესახებ commersant.ge-ს ყავის რამდენიმე კომპანიაში განუცხადეს და ამის მიზეზად სომხური წარმოების ყავის დაბალი ხარისხი და ფასი დაასახელეს.კომპანია ,,ჩაროზის” განცხადებით, ქართველი მომხმარებელი სომხურ ყავას დიდი ხანია აღარ ყიდულობს და უპირატესობას ევროპულ პროდუქციას ანიჭებს.
,,სომხური ყავა დაფასოებული იყიდება და არავინ იცის შიგნით რა არის. შეიძლება, მაგალითად, მუხუდო ერიოს,” - განაცხადეს „ჩაროზში.“
სომეხ მწარმოებლებს ყავაში ბარდის გამოყენებაში ადანაშაულებს კომპანია ,,თემის” დამფუძნებელი თემურ მიქელაძე, რომლის განცხადებით, სომხურ ყავაში ბარდის გამოყენება ყავის ფასს 30%–ით ამცირებს.
სომხურ ყავაზე მოთხოვნის გაქრობაზე საუბრობენ ,,ბბ კომპანიშიც”, რომელსაც ქართულ ბაზარზე ყავა ,,ილი” შემოაქვს. კომპანიის მენეჯერის თეა გრიგოლიას განცხადებით, „ილი“ მაღალი ხარისხისაა, სომხური ყავა კი მასთან ახლოსაც კი ვერ მივა. შეგახსენებთ: 1 კილოგრამი ,,ილის” ღირებულება 85 ლარს შეადგენს.
ქართული ყავის კომპანიები ბაზარზე ფალსიფიცირებული ყავის არსებობაზეც მიუთითებენ. ,,ჩაროზის” მენეჯერის ვაჟა გოცირიძის განცხადებით, კომპანიას ბაზარზე ხარისხიანი ყავა შემოაქვს და 100 გრამის ღირებულება 1, 30 ლარია, ხოლო 1 კილოგრამი ელიტარული ყავა 8 ლარი ღირს. კომპანია ქართულ ბაზარზე სხვადასხვა დასახელების ყავას, მათ შორის „არაბიკას“ და „რობისტს“ ყიდის.
Related Stories