2011 წელს მსოფლიოში 1, 55 მილიარდ ტელეფონი და სმარტფონი გაიყიდა

This text is replaced by the Flash movie.

Sunday, February 5, 2012
News Making Money

“მობილური” გადასახადი

ავტორი რევაზ საყევარიშვილი, რადიო თავისუფლება

01/09/2010 14:22 (521 დღე 22:08 minutes ago)

დღეიდან ოფიციალურად შედის ძალაში საგადასახადო კოდექსის მოქმედ რედაქციაში შესული ცვლილება და სატელეფონო ხმოვანი მომსახურება აქციზით დაიბეგრება.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

აქციზით დასაბეგრი ოპერაცია კი განისაზღვრება მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით, აქციზის, დღგ-ს ან/და პირგასამტეხლოს გარეშე.

საერთაშორისო მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევისას აქციზით დასაბეგრი ოპერაციის თანხაში არ გაითვალისწინება არარეზიდენტი საწარმოსთვის გაწეული ასეთი მომსახურებისან მიღებული თანხა.

თუმცა, ჯერ გაურკვეველია, მხოლოდ მობილური სატელეფონო ზარები დაიბეგრება თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც.
წელს აქციზის განაკვეთი 10% იქნება. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ 2010 წელს რეალურად დაბეგვრა მხოლოდ 4% გამოდის, რადგანაც საგადასახადო კოდექსის ეს მუხლი სექტემბრიდან შედის ძალაში და შესაბამისად, კომპანიებს მხოლოდ 4 თვის გადასახადის დაფარვა მოუწევთ. მას შემდეგ კი, რაც ახალი საგადასახადო კოდექსი დამტკიცდება, კოდექსში ჩაიწერება, რომ საპროცენტო განაკვეთი 10%-ის ფარგლებში უნდა იყოს.

რაც შეეხება 2011 წელს, მას შემდეგ, რაც ახალი საგადასახადო კოდექსი დამტკიცდება, კოდექსში ჩაიწერება, რომ საპროცენტო განაკვეთი 10%-ის ფარგლებში უნდა იყოს, თუმცა საბოლოო რიცხვს, თუ რამდენი პროცენტით დაიბეგრება სატელეკომუნიკაციო სფერო, ყოველ ჯერზე მთავრობა განსაზღვრავს.

საქართველოს მთავრობის მთავარი არგუმენტი, რომელიც კავშირგაბმულობის სფეროს დაბეგვრის იდეის შემოტანისას გამოითქვა, არის ის, რომ კავშირგაბმულობა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი დარგია.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group