აჭარაში ინვესტიციების მოცულობა 14 პროცენტით გაიზარდა


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

OPIC-სა და "თელიან ველს" შორის 15 მლნ აშშ დოლარის პროექტი გაფორმდა

31/01/2012 14:43 (111 დღე 14:27 minutes ago)

ამერიკულ სამთავრობო ორგანიზაცია "უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაცია" (OPIC) და ღვინის მწარმოებელ კომპანია "თელიან ველს" შორის 15 მლნ აშშ დოლარის პროექტი გაფორმდა, იუწყება ინტერპრესნიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


OPIC უმსხვილესი ამერიკული სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც კონგრესის უშუალო დაქვემდებარებაშია და ხელს უწყობს, სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკული კაპიტალის მქონე კერძო ბიზნესი ს განვითარებას. კომპანია "თელიანი ველის" 25 %–ის მფლობელი სწორედ ამერიკული ფონდი Fire Birds–ია.


მოლაპარაკება პროექტის განხორციელებაზე, "თელიან ველსა" და OPIC-ს შორის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმატებული შეთანხმების შემდეგ, პირველი ტრანსაქცია 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობით ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ განხორციელდა. თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში პრეზიდენტების შეხვედრის დროს ბარაქ ობამა მ განაცხადა, რომ OPIC საქართველოში კერძო ბიზნესი ს განვითარებაში აქტიურად არის ჩართული.


OPIC–ისა და "თელიანი ველის" ერთობლივი პროექტიდან 8 მლნ აშშ დოლარი გრძელვადიან სესხს OPIC გამოყოფს და 7 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას თავად ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანია განახორციელებს. თანხა ქართული ღვინის ექსპორტს, დამატებითი პროდუქციის შექმნას, ღვინის ტურიზმის განვითარებასა და ამ დარგის აღორძინებას მოხმარდება.


საქართველოში მოწინავე ღვინის მწარმოებელი კომპანია "თელიან ველი", სხვადასხვა სახის პროდუქციის დისტრიბუციას მსოფლიო ს 25 ქვეყანაში აწარმოებს, მათ შორის აშშ-ში.


აღნიშნულ თემაზე "თელიანი ველის" გენერალური დირექტორი შოთა ხობელია დღეს, 16:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group