საქართველოს მასშტაბით 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

თურქეთი "ნაბუქოს" პროექტის მხარდაჭერაზე უარს ამბობს

31/01/2012 15:51 (111 დღე 13:21 minutes ago)

თურქეთი გაზსადენ "ნაბუქოს" პროექტს მხარდაჭერას აღარ აღმოუჩენს და პრიორიტეტს TANAP-ის განვითარებას მიანიჭებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


როგორც ინტერპრესნიუსი იუწყება, თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.


მისი თქმით, თურქეთი "ნაბუქოს" კონსორციუმში რჩება, თუმცა, ახლა პრიორიტეტულია TANAP-ის განვითარება, რამდენადაც ის "ნაბუქოზე" გაცილებით მარტივად განხორციელებადია.


თურქეთის ენერგეტიკის სამინიტროს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ "ნაბუქოსგან" განსხვავებით TANAP-ი თურქეთის უკვე არსებული გაზსადენებით ისარგებლებს.


"TANAP-ი გაატარებს მხოლოდ იმ გაზს, რომელიც აზერბაიჯანიდან მოედინება, "ნაბუქო" კი ვალდებულია, ეძებოს გაზის სხვა წყაროები, რათა კომერციულად სიცოცხლისუნარიანი იყოს", - აცხადებენ სამინისტროში.


~ნაბუქოს~ გაზსადენი კასპიის რეგიონში და ცენტრალურ აზიაში მოპოვებული გაზის საქართველოს და თურქეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით უნდა აშენდეს. "ნაბუქოს~ კონსორციუმის ინფორმაციით, გაზსადენის მშენებლობა 2013 წელს დაიწყება, ხოლო ევროპისთვის გაზის მიწოდება - 2017 წელს. გაზსადენის საპროექტო საინვესტიციო ღირებულება 12-15 მლრდ ევრომდე გაიზარდა, ნაცვლად ადრე დასახელებული 7,9 მლრდ აშშ დოლარისა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group