Reuters: ქართველი მაგნატი რუსულ აქტივებს ყიდის


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2011 წელს 36%–ით გაიზარდა

ავტორი ნანა მღებრიშვილი, The FINANCIAL

01/02/2012 14:07 (110 დღე 15:05 minutes ago)

export.jpg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2011 წელს 9.24 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 36%– ით მეტია; აქედან ექსპორტი 2189 მლნ. დოლარი იყო (39%–ით მეტი), ხოლო იმპორტი –7058 მლნ. აშშ დოლარი (34%–ით მეტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით).

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

„საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წელს 4869 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (32პროცენტით მეტი).  სავაჭრო დეფიციტის აბსოლუტური მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, მისი წილი მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 2007 წლის შემდეგ ტენდენციურად კლებადია. ამ მაჩვენებელმა ყველაზე დაბალ ნიშნულს 2011 წელს მიაღწია და 52.7 პროცენტი შეადგინა,“ აცხადებენ საქსტატში.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის გეოგრაფიული არეალი ყოველწლიურად ფართოვდება. 2011 წლისთვის სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რიცხვმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 147 ქვეყანა შეადგინა.

2011 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67% შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად კვლავ თურქეთი (1500 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (1037 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (847 მლნ. აშშ დოლარი) რჩება. ამ ქვეყნების გარდა საქართველოს უმსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან ჩინეთი, გერმანია, რუსეთი, აშშ, ბულგარეთი, სომხეთი და არაბთა გაერთიანებული ემირატები.

„2011 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2477 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 41 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 424 მლნ. აშშ დოლარი იყო (46 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 2053 მლნ. აშშ დოლარი (40 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა,“ იტყობინება საქსტატი.

დსთ -ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2011 წელს 2994 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2010 წელთან შედარებით 34 პროცენტით მეტი), აქედან ექსპორტმა 1053 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (64 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა – 1942 მლნ. აშშ დოლარს (22 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ -ის ქვეყნების წილი 32 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 48 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი. (2010 წელს – შესაბამისად 33, 41 და 30 პროცენტი). დსთ -ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 18 პროცენტი (2010 წელს– 26 პროცენტი). 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, აღნიშნულ ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო სალდო 6 პროცენტით შემცირდა,“ აცხადებენ საქსტატში.

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილ ებმა დაიკავა და 450 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 21 პროცენტი. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 255 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში – 12 პროცენტს. მესამე ადგილზე აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 144 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ათეულიდან 2011 წელს ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა თხილის (103 პროცენტი), აზოტოვანი სასუქებისა (100 პროცენტი) და მსუბუქი ავტომობილ ების (98 პროცენტი) სასაქონლო ჯგუფების ექსპორტში.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2011 წელს კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 894 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 13 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილ ების სასაქონლო ჯგუფი 511 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადების ჯგუფი დარჩა 237 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო პროდუქციის ათეულიდან 2011 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციების (104 პროცენტი), გამომთვლელი მანქანებისა (53 პროცენტი) და ნავთობის აირების (47 პროცენტი) სასაქონლო ჯგუფების იმპორტი.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group