საქსტატის ცნობით, 2012 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,5 პროცენტი შეადგინა, იუწყება მედიანიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფის ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით და მისმა წვლილმა იანვრის თვის ინფლაციაში 0,5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (7,4 პროცენტი) ბოსტნეული, ბაღჩეული, კარტოფილი და სხვა ბოლქვოვანები (5,8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4,0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3,3 პროცენტი). ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი და სხვა ტკბილეული (3,9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0,7 პროცენტი).
ტანსაცმელის და ფეხსაცმლის ჯგუფზე ფასები შემცირდა 1,7 პროცენტით და მისმა წვლილმა მთლიანი ინფლაციის მაჩვენებელში -0,04 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
საქსტატისვე ინფორმაციით, 2012 წლის იანვარში 2011 წლის იანვართან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი შეადგინა. ქვემოთ მოცემულ ცხრილებში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი მთლიანი ინფლაციის მაჩვენებელში 12–თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ფასები გაიზარდა 13,8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მაჩვენებელში 1,4 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურების ქვეჯგუფზე (21,2 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციის ქვეჯგუფზე (9,1 პროცენტი).
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენრგია აირი: ფასები გაიზარდა 2.7 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მაჩვენებელში 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 1,6 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,9 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასების კლების მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (29 პროცენტი), ბოსტნეული, ბაღჩეული, კარტოფილი და სხვა ბოლქვოვანები (16,5 პროცენტი), შაქარი და სხვა ტკბილეული (7,2 პროცენტი). ფასები გაიზარდა ხორცი და ხორცის პროდუქტების ქვეჯგუფზე (23,9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხის ქვეჯგუფზე (6,8 პროცენტი).
2012 წლის იანვარში 2011 წლის იანვართან შედარებით ფასების 7,7 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა კავშირგაბმულობის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,3 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
Related Stories