სააკაშვილი ივანიშვილის შესახებ


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ქართული პომიდორი ექსპორტზე გადის

ავტორი ნეტგაზეთი

11/02/2012 12:37 (100 დღე 16:38 minutes ago)

tomato.jpg

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოკვლევით, პომიდორზე ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილება რომ დაკმაყოფილდეს,  200 ჰექტარზე თანამედროვე დონის სასათბურე მეურნეობები უნდა მოეწყოს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ხელვაჩაურის რაიონში პირველი სასათბურე მეურნეობა 2009 წელს აშენდა.

სასათბურე მეურნეობა 3,5 ჰექტარზეა განთავსებული და სათბური  კომპანია ICON GRUP-ის კერძო საკუთრებაა .

ICON GRUP-ის ფინანასური მენეჯერი გია ლომინაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ "სათბურმა ფუნქციონირება 2008 წლის ივნისში დაიწყო. ოპერირების პირველ წელიწადს, ექსპერიმენტის სახით, კომპანიამ  სათბურში პომიდვრის ჩითილები დარგო. ამ ექსპერიმენტმა გაამართლა და, მიღებული გადაწყვეტილებით, 2009 წლის ივნისში ICON GRUP-მა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წინსვლაში მოდერნიზებული სათბური ააშენა.“

გივი ლომინაძის ინფორმაციით, 2011 წლის სეზონზე პომიდორის მოსავალმა 500 ტონა შეადგინა. აქედან 60% პროცენტი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა, ხოლო დანარჩენი ექსპორტზე გავიდა. ქართული პომიდორი  მოლდოვას, ბულგარეთის, ბელარუსის ბაზარზე იყიდება. კომპანიაში დასაქმებულია 100 ადამიანი. 2012 წელს წარმოებული პროდუქცის 60 პროცენტის თურქეთში გატანა იგეგმება.

მოდერნიზებულ სათბურში 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.  კომპანია ICON GRUP -ი მთლიანად უცხოური კაპიტალით არის დაფუძნებული, 85 პროცენტი თურქ ბიზნესმენებს ეკუთვნის, ხოლო 15 პროცენტი – გერმანელებს. კომპანია  ICON GRUP -ი "საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის" წევრია.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group