| "ლილო მოლის" მოვაჭრეები მოგების და საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლდებიან |
|
14/02/2012 11:02 (97 დღე 18:16 minutes ago) | ||||||||||||
|
"ლილო მოლში" თანამედროვე სტანდარტების მასშტაბური სავაჭრო ცენტრი აშენდება. მშენებლობის ხელშეკრულებას, დღეს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" მოეწერა ხელი.
ხელმომწერი მხარეები არიან შპს "ლილო მოლი" და LV SALAMNCA ENGINEERS. "ლილო მოლის" ახალი სავაჭრო ცენტრი – ანუ ქალაქი ქალაქში, 310 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება. კომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი კვარაცხელიას თქმით, მოხდება 13 964 კვ.მეტრ ფართზე არსებული საბითუმო სექტორის რეკონსტრუქცია, გარე პერიმეტრზე გათვალისწინებულია ქუჩების ურბანიზაცია, პარკინგი, ახალი სადისტრიბუციო ქსელის მშენებლობა და გამწვანება. პროექტის ღირებულება 59 მილიონ დოლარს შეადგენს. მშენებლობა 2014 წლის ბოლოს დასრულდება.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

