სააკაშვილი - თუ საქართველოს დემოკრატია დაეცემა, სატრანზიტო გზა ევროპასა და აზიას შორის აღარ იქნება


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

„ისრაელური ინვესტიციები საქართველოში ბრუნდება,“ იციკ მოშე

ავტორი მარიამ პაპიძე, The FINANCIAL

14/02/2012 14:57 (97 დღე 14:21 minutes ago)

investing.jpg

„საქართველოში ისრაელიდან ინვესტიციების ახალი ტალღა დაიწყო,“ აცხადებს The FINANCIAL - თან საუბარში  საქართველო–ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე. „კრიზისამდე ჩადებული 300 მილიონის ინვესტიცია ძალიან სწრაფად გაორმაგდება.“   „მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ებრაული ინვესტიციების დაბრუნება თბილისიდან დაიწყება.“

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

„საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობა, გეოპოლიტიკური ასპექტით  ერთი მედლის ორ მხარეს წარმოადგენს. ქართველი და ებრაელი ხალხის განწყობა ერთმანეთის მიმართ ნელ–ნელა ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეებზეც გადადის. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს. თუმცა, დღევანდელი ურთიერთობა არსებული პოტენიცალის მაქსიმუმი არ არის. ჩვენს ქვეყნებს შორის პოტენციალის 10 % – იც არ არის რეალიზებული.“

საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების დაკავებამ უკმაყოფილება გამოიწვია ისრაელის ბიზნესწრეში. რა დრო და მოქმედებები დასჭირდება ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენას?

საბედნიეროდ, ეს თემა წარსულში დარჩა. ნდობაში ბზარი არ გაჩენილა და ამიტომაც მის აღდგენას არანაირი დრო არ სჭირდება. მარტო ამ კვარტალში დაგეგმილია 4 ოფიციალური ვიზიტი  ისრაელიდან.  საქართველოს პრეზიდენტმა ებრაელი ბიზნესმენები შეიწყალა და ამით ეს პრობლემა მოგვარდა.

შეაფასეთ, რამდენად საეჭვოა ებრაელი ბიზნესმენების მიერ საქართველოში სამომავლო ინვესტირების საკითხი? ისრაელის რამდენი ბიზნეს პროექტი გაიყინა ბოლო პერიოდში?

ის ფაქტი, რომ ისრაელური ინვესტიციები ბოლო პერიოდში არ განხორციელებულა ებრაელი ბიზნესმენების საქმეს არ უკავშირდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაში იყო და კრიზისიდან ჯერაც არ გამოსულა.  ამ დროს ისრაელის ბიზნესი ს ან ინვესტიციების გაყინვაზე დასკვნების გამოტანა კონტექსტიდან ამოვარდნილად არ უნდა მოხდეს.

ისრაელიდან აღმოსავლეთ ევროპაში 10 მილიარდი დოლარია ჩადებული. ამ ინვესტიციებისათვის შემდეგი გაჩერება იყო საქართველო. პროცესი შეჩერდა არა იმის გამო, რომ საქართველო ნაკლებად საინტერესო გახდა, არამედ იმის გამო, რომ აღმოსავლეთ ევროპაში  თანხები გაიყინა და სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში ნაკლებად ჩანს აღორძინების რაიმე პერსპექტივა.

ძირითად ინვესტიციებს საქართველოში კერძო კომპანიები ახორციელებდნენ. მათი საქმიანობის სფეროს რაც შეეხება, ისრაელურ კომპანიებს საქართველოში სოფლის მეორნეობა, ტურიზმის ინდუსტრია, ფინანსები, ვაჭრობა, ლოგისტიკა და უძრავი ქონება აინტერესებთ.

ისრაელმა საქართველო იმ ქვეყნების შავ სიაში შეიყვანა, სადაც ტურისტებისათვის მოგზაურობა სახიფათოა. როგორ აისახა ეს აკრძალვები ორ ქვეყანას შორის ტურისტულ ურთიერთობაზე?

ყოველწლიურად  ტურიზმის მასშტაბი 55 % ით იზრდება. ბიზნესი ს პალატა  ტურიზმის სფეროში წლების განმავლობაში მოღვაწეობს, პროპაგანდას უწევს ორმხრივ ტურიზმს, ჩამოჰყავს ჟურნალისტები, ტელევიზიები და რეკლამირებას უწევს ტურიზმის პოტენციალს ჩვენს ქვეყნებს შორის. ბევრი ამბობს, რომ ტურიზმის მაჩვენებელი განპირობებულია საქართველოდან წასული ებრაელების ფაქტორით. ამასთან დაკავშირებით, მინდა ერთი შედარება გავაკეთო. აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან 90–იან წლებში ისრაელში წავიდა იმავე რაოდენობის ებრაელი რამდენიც საქართველოდან. ეს ქვეყნებიც საკმაოდ საინტერესოა ტურიზმის სფეროში ფინანსურადაც და საკმაოდ კარგი ურთიერთობებიც აქვს ირაელთან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ყაზახეთში თვეში მხოლოდ 1 რეისი დაფრინავს ისრაელიდან, ბაქოში – 4, ხოლო საქართველოს მიმართულებით ისრაელიდან ზაფხულში 30 რეისია დანიშნული და მჯერა რომ 2014 – ში ეს რიცხვი 50–მდე ავა.

აი, ამაში აისახება ტურიზმის რეალური ზრდა და თქვენი ქვეყნის სწორი, გამართული ქმედება და პიარი.

როგორია ქართველ–ებრაელთა როლი ისრაელის პოლიტიკის განსაზღვრაში, კერძოდ საქართველოსთან მიმართებაში?


მე საკმაოდ მკვეთრი პოზიცია მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ქართველი  ებრაელი არ არის ინტეგრირებული ისრაელის საზოგადოებასთან, ვერასოდეს გახდება ფიგურა, რომელიც რაიმეს განსაზღვრავს საკუთარი თავისთვის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ისტორიული პროცესი ქართველ და ქართველ ებრაელთა შორის უფრო ღრმა და სასარგებლო ურთიერთობებში გადაიზარდოს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group