საქართველოს მასშტაბით 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

“ნაბუკოს” პროექტში შესაძლოა ახალი პარტნიორი გაჩნდეს

ავტორი ნეტგაზეთი

15/02/2012 15:13 (96 დღე 14:06 minutes ago)

“ნაბუკოს” პროექტში, რომლის მიხედვითაც კასპიის რეგიონიდან ახლო აღმოსავლეთის და ევროკავშირის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს, შესაძლოა, ახალი პარტნიორი გაჩნდეს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამის შესახებ სტამბულში მიმდინარე შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელსაც ბულგარეთის ვიცე პრემიერი სემიონ დანკოვი და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდიზი ესწრებოდნენ.

საინფორმაციო სააგენტო “ანკარას” ცნობით, ამის შესახებ განცხადება თანერ ილდიზმა გააკეთა: “ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიც ნაბუკოა, დროდადრო ხვდება სირთულეებს, მთავარია, სირთულეები გადავლახოთ და პროექტის განხორციელება დავიწყოთ”.

“ნაბუკოს” გაზსადენის მშენებლობის დაწყება 2013 წელს არის დაგეგმილი. გაზის პირველი ნაკადი  გაზსადენში 2017 წელს გაივლის. გაზსადენის მაქსიმალური გამტარობა 3 900 კილომეტრზე 31 მილიარდი კუბური გაზი იქნება. პროექტის აქციონერები არიან ავსტრიული, უნგრული კონცერნები, ბულგარეთის ენერგოჰოლდინგი, რუმინული “ტრანსგაზი”, თურქული “ბოტას”-ი, და გერმანული ენერგოკომპანია.

“ნაბუკოს” მთავარი წყარო “შაჰდენიზის გაზის საბადო” იქნება. 2011 წლის ოქტომბერში “გაზსადენის სამხრეთ კორიდორის” ფარგლებში პროექტი განსახილველად აზერბაიჯანს გადაცა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, პროექტი განხილვის სტადიაშია.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group