საქართველოში ფასები მცირდება


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

სამი ქვეყნის ბიზნესფორუმი თბილისში

ავტორი ნეტგაზეთი

16/02/2012 11:15 (95 დღე 18:05 minutes ago)

თბი­ლის­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნი-თურ­ქე­თის ერთობლივი  ბიზ­ნეს­ფო­რუ­მი გა­ი­მარ­თე­ბა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო ამ ინფორმაციას ბიზ­ნეს­ფო­რუ­მის ერთ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ექ­ს­პორ­ტი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ხელ­შეწყო­ბის ფონ­დის (AZPROMO) –ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტ­რი შა­ხინ მუს­ტა­ფა­ე­ვი.

ბიზ­ნეს­ფო­რუ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი  არი­ან თურ­ქუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "TOBB» და ქარ­თუ­ლი სა­ა­გენ­ტო "Invest in Georgia". ბიზ­ნეს­ფო­რუ­მი თბი­ლი­სის სას­ტუმ­რო "რა­დი­სონ­ში" 16 თე­ბერ­ვალს გაიმართება.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიზ­ნეს­ფო­რუმ­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, მშე­ნებ­ლო­ბის, ტუ­რიზ­მის, ენერ­გე­ტი­კის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, ფარ­მა­ცევ­ტი­კის, ტექ­ს­ტი­ლის წარ­მო­ე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე 200-ზე მე­ტი კომ­პა­ნია მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია. გა­სუ­ლი წლის იან­ვარ-ნო­ემ­ბერ­ში ტვირ­თ­ბ­რუნ­ვამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის 551,8 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და თურ­ქეთს შო­რის კი - 1,5 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რი.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტ­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2011 წლის იან­ვარ-აგ­ვის­ტო­ში თურ­ქე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ვაჭ­რო პარ­ტ­ნი­ო­რებს შო­რის პირ­ველ ად­გილ­ზეა. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში თურ­ქეთ­თან სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა 945,8 მლნ. აშშ დო­ლარს შე­ად­გენს (მთლი­ა­ნი ბრუნ­ვის 16,6%), რაც 40%-ით აღე­მა­ტე­ბა წი­ნა წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელს. თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ექ­ს­პორ­ტი 145,9 მლნ. აშშ დო­ლარს გა­უ­ტოლ­და (მთლი­ა­ნი ექ­ს­პორ­ტის 10,6%). აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ვაჭ­რო პარ­ტ­ნი­ო­რებს შო­რის მე­ო­რე ად­გილ­ზეა. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­თან სა­გა­რეო სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვამ 621,7 მლნ. აშშ დო­ლა­რი (მთლი­ა­ნი ბრუნ­ვის 10,9%) შე­ად­გი­ნა.

2011 წლის იან­ვარ-აგ­ვის­ტო­ში აზერ­ბა­ი­ჯან­თან სა­გა­რეო სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა, 2010 წლის იან­ვარ-აგ­ვის­ტოს­თან შე­და­რე­ბით, 41%-ითაა გაზ­რ­დი­ლი. აზერ­ბა­ი­ჯან­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ექ­ს­პორ­ტი 51%-ით გა­ი­ზარ­და და 234,1 მლნ. აშშ დო­ლარს (მთლი­ა­ნი ექ­ს­პორ­ტის 17,1%) გა­უ­ტოლ­და. თურ­ქი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მხრი­დან  სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სი უკა­ნას­კ­ნელ პე­რი­ოდ­ში მკვეთ­რად არის გაზ­რ­დი­ლი. ტუ­რიზ­მი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, გემ­თ­მ­შე­ნებ­ლო­ბა, ტექ­ს­ტი­ლის წარ­მო­ე­ბა - ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა, რო­მელ­თა გან­ვი­თა­რე­ბი­თაც თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და თურ­ქე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მთლი­ან ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ში ჩარ­თულ იმ ექვს უმ­ს­ხ­ვი­ლეს ინ­ვეს­ტორ ქვე­ყა­ნას შო­რის არი­ან, რო­მელ­თა წილ­მა მთლი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის 86 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა. ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით კი პო­ზი­ცი­ე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­ნა­წილ­და: გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო - 28,7 მლნ. აშშ დო­ლა­რი; კვიპ­რო­სი - 41,4 მლნ. აშშ დო­ლა­რი; ნი­დერ­ლან­დე­ბი - 25,1 მლნ. აშშ დო­ლა­რი; რუ­სე­თი - 19,8 მლნ. აშშ დო­ლა­რი; ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლე­ბი (ბრიტ) - 19,6 მლნ. აშშ დო­ლა­რი; თურ­ქე­თი - 13,9 მლნ. აშშ დო­ლა­რი; აზერ­ბა­ი­ჯა­ნი - 11,7 მლნ. აშშ დო­ლა­რი; სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი - 8,7 მლნ. აშშ დო­ლა­რი; და­ნარ­ჩე­ნი ქვეყ­ნე­ბი - 4,7 მლნ. აშშ დო­ლა­რი.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group