ბოლო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა საქართველოს ეკონომიკაში 800 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მედიანიუსის ცნობით, ეს განცხადება აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა შაჰინ მუსტაფაევმა თბილისში, სასტუმრო “რედისონში” საქართველოს, აზრებაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრების ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოში მომუშავე აზერბაიჯანული კომპანიები მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და სახელმწიფო ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელები არიან.
საქართველოში 272 აზრებაიჯანული კომპანია მუშაობს, რომლებმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში 7 000 სამუშაო ადგილი შექმნეს.
“ჩვენი სამომავლო გეგმაა, საქართველოში კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ. ვფიქრობ, დღეს გამართული საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნესფორუმი ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს”,—აღნიშნა შაჰინ მუსტაფაევმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს “რედისონმა” საქრთველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნესფორუმს უმასპინძლა. მის პარალელურად, საქრათველოს, აზრებაიჯანისა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრების შეხვედრები გაიმართა. ხსენებული ბრიფინგი კი მათი დასრულების შემდეგ ჩატარდა.
Related Stories