Reuters: ქართველი მაგნატი რუსულ აქტივებს ყიდის


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ოქრო ისევ ძვირდება

ავტორი ნეტგაზეთი

22/02/2012 17:55 (89 დღე 11:30 minutes ago)

gold.jpg

ნიუ–იორკის ბირჟაზე, გამართული ვაჭრობის შედეგად ერთი უნცია ოქრო 1,9 პროცენტით გაძვირდა და ფასმა 1758,50 დოლარი შეადგინა. პლატინა 3,1 პროცენტით გაძვირდა და  უნციაზე 1684,90 დოლარი შეადგინა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ექსპერტები, ოქროს ფასის ცვლილებას, საბერძნეთის კრიზისს და ევროზონის ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებენ.

სამშაბათს, გადაწყდა, რომ ევროზონა საბერძნეთის დასახმარებლად 130 მილიონ ევროს გაიღებს, რითაც საბერძნეთის ვალის 206 მილიარდი ევროს –53,5 პროცენტის ჩამოწერა მოხდება.

„ოქრო იქცეოდა ისე, როგორც რისკის შემცველი აქტივი,“ – ასე  აფასებს ნიუ–იორკის ბირჟაზე ოქროს ფასის დინამიკას ცნობილი ბროკერი ფრენკ ლეში.

ოქროს ფასი 2011 წელს 10 პროცენტით გაიზარდა. იანვარში ფასის ზრდამ კი თითქმის 11 პროცენტი შეადგინა. ბოლო თერთმეტი წლის მანძილზე ოქროს ფასი განუხრელად იზრდება, თუმცა ექსპერტების შეფასებით 2012 წელს ძვირფასი მეტელის გაძვირების ტემპი უფრო მაღალია და 1920 წლის დინამიკას უახლოვდება.

ექსპერტების შეფასებით, ოქროს გაძვირების ძირითადი ფაქტორი ევროზონის კრიზისი და რიგ ქვეყნებში ინფლაციის ზრდაა.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group