| სადაზღვევო ტენდერის შედეგები გამოცხადდა |
|
01/05/2010 13:59 (647 დღე 17:44 minutes ago) | ||||||||||||
|
სადაზღვევო ტენდერის შედეგები ოფიციალურად გახდა ცნობილი, უწყება რადიო კომერსანტი.
ჯანდაცვის მინისტრის სანდრო კვიტაშვილის განცხადებით, თბილისში სადაზღვევო ვაუჩერი 9.7, ხოლო რეგიონებში 11,3 ლარი ღირს. მისივე ინფორმაციით, ტენდერში მონაწილეობა 9 სადაზღვევო კომპანიამ და ერთმა ამხანაგობამ მიიღო და მათ საქართველოს მასშტაბით 26 სამედიცინო რაიონში 84 საკონკურსო პაკეტი გაინაწილეს. თბილისი ბაზრის ახალმა მოთამაშემ, კომპანია „ალფამ“ მოიგო. „ჯი პი აი“–ს 11 საკონკურსო პაკეტი, „იმედი ელ“-ს 8, „ალდაგი ბისიაი“– ს 11, „ვესტს“ და "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" 6–6, „აისი ჯგუფს“ 10, „ალფას“ 25, „ირაოს“ 4, „ქართუს“ 1 და ამხანაგობა „სამცხე 2010“-ს 2 საკონკურსო პაკეტი ერგო.
კვიტაშვილის განცხადებით, ტენდერის შედეგად 888 392 მოქალაქე დაეზღვევა და 46 საავადმყოფო აშენდება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან 3–წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება, თუმცა ხელშეკრულება შესაძლოა 1 წელიწადში გაუქმდეს. მიზეზი კი სადაზღვევოების წინააღმდეგ დიდი რაოდენობით საჩივრები იქნება. ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში კომპანიას სახელმწიფო პროგრამებში მონაწილოება 3 წლით აეკრძალება.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|












