ივანიშვილი ნატოსა და რუსეთზე

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

სადაზღვევო კომპანიების მედია აქტივობა აპრილის თვეში 63%-ით გაიზარდა

17/05/2010 14:16 (632 დღე 03:51 minutes ago)

კომპანია „ტერრა მედია“ მედია კვლევებზე დაყრდნობით Financial-ის მკითხველს სთავაზობს სადაზღვევო ბრენდების აქტოვობის ანალიზს მიმდინარე წლის თებერვალ-აპრილის მონაცამებზე დაყრდნობით.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

კვლევა ეყრდნობა 7 სატელევიზიო არხის, 30 ჟურნალ-გაზეთის და 12 საინფორმაციო სააგენტოს მონიტორინგის შედეგებს.

მედია ანალიზის შედეგად, საანგარიშო პერიოდში კომპანიების აქტივობის ზრდის ტენდენცია აპრილის თვეში დაფიქსირდა. ჯამური მოხსენიების სიხშირე გასულ თვეში 63%-ით გაიზარდა, მარტის თვესთან შედარებით.

 

ანალიზისას გამიკვეთა მედია სივრცის ლიდერი ბრენდები, რომლებიც განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან. ზოგადად, სადაზღვევო სექტორი ნაკლებად აქტიური სფეროა, თუმცა მათი გააქტიურება ძირითადად უკავშირდება ხელისუფლების ჯანდაცვით პროგრამებს და ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზაციის თემებით. 2010 წლის აპრილის თვის მედია სივცის ყველაზე აქტიურ სამეულს კომპანიები „ალდაგი ბისიაი“ (37), არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ (31) და სადაზღვევო კომპანია „ალფა“ (28) წარმოადგენენ. თუმცა მედიაში გვხვდება სხვა სადაზღვევო კომპანიებიც. მათ შორის არიან „ჯიპიაი ჰოლდინგი“ (15), „იმედი L ინტერნეიშენალი“ (11), „ირაო“ (8), „ვესტი“ (6), „ტაო“ (3), „აი სი ჯგუფი“ (2), „პარტნიორი“ (1) და „ქართუ“ (1).

 

მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო კომპანია „ალფა“ ახალი ბრენდია, რომელიც ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“-ს მიერ არის დაფუძნებული, საკმაოდ სერიოზული განაცხადი გააკეთა ქართულ ბაზარზე. მასთან დაკავშირებით არაერთი პუბლიკაცია დაიბეჭდა და სატელევიზიო სიუჟეტი გაშუქდა, სადაც საუბარი იყო აღნიშნული კომპანიის ბაზრის მონოპოლისტად ქცევაზე. მიუხედავად ამისა, კომპანია აქტიურადაა ჩართული სადაზღვევო ბაზარზე და ერთერთ სერიოზულ მოთამაშეს წარმოადგენს.

 

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“ უკვე დიდი ხანია, რაც ქართულ ბაზარზეა და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. აღნიშნული კომპანია 1990 წლიდან „ალდაგი“-ს სახელით ოპერირებდა, რომელმაც არაერთი კომპანის შერწყმით და საბოლოოდ „ საქართველოს ბანკი “-ს ქოლგის ქვეშ დაერთიანებით სტაბილური ბრენდის სახელი მოიხვეჭა. კომპანიის ერთერთ ყველაზე დიდ დივიდენდად შეიძლება ჩაითვალოს სადაზღვევო კომპანია „BCI“-სთან გაერთიანება.

 

რაც შეეხება „არქიმდეს გლობალ ჯორჯია“-ს, შედარებით ახალგაზრდა ბრენდია, რომელიც სამედიცინო დაზღვევის სეგმეტზე შესვლის მისზნით შეიქმნა. აღნიშნული კომპანიაც აქტიურია მედია სივრცეში და განსაკუთრებით სატელევიზიო არხებზე.

სადაზღვევო კომპანიების აქტივობები სხვადასხვა მედიაში სხვადასხვაა. კოპანიებიდან „ალდაგი ბისიაი“ სატელევიზიო სივრცის ლიდერია, რომელსაც მოსდევს „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“. საანგარიშო აპრილის თვეში ტელეარხებზე გასული სიუჟეტების (77) რაოდენობიდან 27-ჯერ გვხვდება „ალდაგი ბისიაი“, ხოლო 26-ჯერ „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“.

ბეჭდვით მედიაში აქტიურობით „ალფა“ (7) და „ალდაგი ბისიაი“ (6) გამოირჩევიან, თუმცა ზოგადად პრესაში ნაკლებად ვრცელდება ინფორმაციები სადაზღვევო სფეროზე და თუ ასეთი შემთხვევები ფიქსირდება, ძირითადად მწვავე და ნეგატიური მიმართულებით.

 

შეჯამებისთვის შესაძლებელია ითქვას, რომ საანგარიშო 3 თვის განმავლობაში, სადაზღვევო ბრენდებისთვის ყველაზე აქტიურ თვეს აპრილი წამოადგენდა.

 

მედია სივრცეში ბრენდების აქტივობასთან ერთად ჩნდება პერსონები, რომლებიც უკავშირდებიან ამა თუ იმ კომპანიის მოხსენიებას. ამ კუთხით პირველ ადგილზეა „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“-ს გენერალური დირექტორი ნიკა რამიშვილი, რომლის შემდეგაც მოდის „ალდაგი ბისიაი“-ს გენერალური დირექტორი ნიკა გამყრელიძე.

 

აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ ბრენდების მოხსენიაბის სიხშირის მიხედვით პირველ ადგილზე „ალდაგი ბისიაი“ გვევლინება, ხოლო მეორეზე - „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“, რაც პერსონებთან მიმართებაში პირიქით განაწილდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით მობილური ოპერატორებისაგან ( ჯეოსელი , ბილაინი , მაგთი ), სადაც ძირითად აქტორებად PR მენეჯერები გვევლინებიან, სადაზღვევო სფეროში მთავარ აქტორებად კომპანიების ხელმძღვანელები გვხვდება.

 

დასკვისათვის შესაძლებელია ითქვას, რომ სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო ჯანდაცვითი პოლიტიკის და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური ჩარევით ერთვებიან სამედიცინო სფეროში. მიმდინარე წლის 1 მაისს გამოვლინდა იმ კომპანიების ვინაობა, რომლებიც ჰოსპიტალურ სექტორში ინვესტიციებს განახორციელებს. გავრცელებული ინფორმაციის მთავარი კვიტესენცია შემდეგია: „სადაზღვევო ტენდერში გამარჯვებული კომპანიებია „ჯი პი აი ჰოლდინგი“, „არქიმედე გლობალ ჯორჯია“, „იმედი L“, „ალდაგი ბისიაი“, „ვესტი“, „აი სი ჯგუფი“, „ალფა“, „ირაო“, „ქართუ“ და „ამხანაგობა სამცხე 2010“. ბაზარზე რჩება „ბლოკ ჯორჯია“-ც, რომელსაც ჩამოერთვა ჰოსპიტალების ძირითადი ნაწილი ვალდებულებების შეუსრულებობის გამო.

 

აღნიშნული კომპანიები 2011 წლის ბოლომდე ვალდებულები არიან 46 ახალი საავადმყოფო ააშენონ. აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიებზე გავრცელდება საჯარიმო სანქციები.

 

აქედან გამომდინარე, მიმდინარე და მომავალ წელს სადაზღვევო კომპანიები არაერთხელ მოხვდებიან მედიის ყურადღების ქვეშ, რაც კომპანიების ნდობის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. მათი მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულება-შეუსრულებლობის საკითხი სავარაუდოდ გახდება კომპანიების ბაზარზე დამკვიდრების განმაპირობებელი ფაქტორი.


ანალიტიკოსი


ტერრა მედიას აღმასრულებელი დირექტორი
გივი ხაჭაპურიძე

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6679 0.0003
1 ევრო EUR 2.1915 0.0140
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.8137 0.0091
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.6371 0.0109
1 თურქული ლირა TRY 0.9503 0.0049
100 რუსული მანეთი RUB 5.5436 0.0257
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (6 დღე 01:39 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group