ივანიშვილი ნატოსა და რუსეთზე

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

სადაზღვევო ინსტიტუტი: დაზღვევის გარეშე სოფლის მეურნეობა დღევანდელ დონეს ვერ ასცდება

19/07/2010 16:01 (569 დღე 03:09 minutes ago)

„დაზღვევის გარეშე სოფლის მეურნეობის განვითარება შეუძლებელია,“ – ამ განცხადებით „საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი“ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის განცხადებით, „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი განვითარდეს და მისი დონე 2-ჯერ გაიზარდოს. დღეისათვის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 12 %-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მწირია``. როგორც ``საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი`` აცხადებს, ამის მიღწევა სახელმწიფოს მხრიდან სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის სტიმულირების გარეშე შეუძლებელია.

ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ დაზღვევის ინტერესი სოფლის მეურნეობის სამინისტროდანაც წამოვიდა.

„ეს კარგია, მაგრამ დაზღვევის ამოქმედება ნაჩქარევად არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. პირველ რიგში უნდა განისაზღვროს სახელმწიფოს თანამონაწილეობა, რაც სასოფლო–სამეურნეო დაზღვევის სიძვირის გამო აუცილებელია. ეს მსოფლიო გამოცდილებაა. მაგალითად, პოლონეთში  და   ავსტრიაში სადაზღვევო პრემიის დაახლოებით 50 %-ს სახელმწიფო იხდის, ევროკავშირში - 32 %-ს, აშშ-ში - 58 %-ს. ასევე მაღალი ზარალიანობის გამო ცალკეულ სადაზღვევო კომპანიებს გაუჭირდებათ საკუთარი ძალებით ანაზღაურებების გაცემა და საჭირო გახდება ე.წ. სადაზღვევო პულების შექმნა, რაც დეტალურ გათვლებს მოითხოვს,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათი ინფორმაციით, მხოლოდ 2010 წელს სტიქიურმა უბედურებებმა საქართველოს სოფლის მეურნეობას ათეულობით მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. მთავრობას მისი ზუსტი სიდიდე დათვლილი ჯერ არ აქვს. ხოლო დაზარალებულ მოსახლეობას, რომელსაც მთელი წლის მოსავალი გაუნადგურდა, კომპენსაცია დღემდე არ მიუღია. ეს, სადაზღვევო ინსტიტუტის შეფასებით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს მოსავლის მოყვანის სურვილს უკარგავს, პროდუქციის რაოდენობას ამცირებს და სექტორს განვითარების შანსს უკარგავს.

„დაზღვევის შემთხვევაში გლეხი, ფერმერი დაცულია ზარალისაგან, მეტი სურვილი აქვს პროდუქციის წარმოებისათვის, ამავე დროს იძულებულია გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც პროდუქციის ხარისხს და რაოდენობას გაზრდის. სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხის გადაწყვეტის გარეშე გარეშე სოფლის მეურნეობა განვითარების დღევანდელ დონეს ვერ ასცდება,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.
 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6679 0.0003
1 ევრო EUR 2.1915 0.0140
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.8137 0.0091
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.6371 0.0109
1 თურქული ლირა TRY 0.9503 0.0049
100 რუსული მანეთი RUB 5.5436 0.0257
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (6 დღე 02:41 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group