| სადაზღვევო ინსტიტუტი კონფლიქტური სიტუაციების პრევენციის გეგმით გამოდის |
|
27/07/2010 13:03 (561 დღე 05:36 minutes ago) | ||||||||||||
|
კონფლიქტური სიტუაციები სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის დაზღვეულთა მომსახურების ხარისხს ამცირებს, იტყობინება რადიო კომერსანტი.
ამის შესახებ „საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტი“ აცხადებს.
„სამედიცინო დაზღვევა არაა მხოლოდ ბიზნესი , საქმე ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება. მომსახურე ორგანიზაციათა შორის გაურკვევლობები და პრობლემები არ უნდა ლახავდეს დაზღვეულთა უფლებებს,“ – აღნიშნავენ ორგანიზაციაში და მიიჩნევენ, რომ დროა, საქართველოში სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების სტანდარტიზაცია მოხდეს, რაც, პირველ რიგში, დაზღვეულის მოთხოვნებზე მორგებულ, ნათლად და ზუსტად განსაზღვრულ სადაზღვევო დაფარვებს გულისხმობს. ინსტიტუტის აზრით, ასევე აუცილებელია სადაზღვევო და სამედიცინო ორგანიზაციებს შორის ისეთი სახელშეკრულებო ურთიერთობების აწყობა, რომლითაც ორივე მხარეს მკაცრი ურთიერთკონტროლის საშუალება ექნება და დაცული იქნება დაზღვეულთა უფლებები.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|











