ორი კვარტლის მონაცემებით, 6 ლიდერი სადაზღვევო კომპანიიდან მოზიდული პრემია მხოლოდ ორმა გაზარდა, დანარჩენი კი ზარალზე გავიდა, იუწყება რადიო კომერსანტი, გაზეთ „რეზონანსის“ მასალების მიხედვით.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ეროვნული ბანკის მონაცემებით, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მცირე კომპანიები არიან. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე სადაზღვევო კომპანიამ „ვესტის“ ბედი გაიზიაროს. მათი ვარაუდით, ბაზარზე სადაზღვევო კომპანიების რიცხვი 10-12-მდე შემცირდება.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სადაზღვევო სექტორმა წლის პირველი ნახევარი 1,7 მილიონიანი ზარალით დაასრულა. მიზიდული პრემიების მოცულობა კი ამავე პერიოდში 16%-ით შემცირდა. ექსპერტ ზვიად კანდელაკის აზრით, დაახლოებით ერთ წელიწადში 15 სადაზღვევო კომპანიიდან ბაზარზე 10-12 დარჩება.
შეგახსენებთ: გაკოტრების რეჟიმში მყოფი „ვესტი“ „არქიმედე გლობალ ჯორჯიამ“ შეიძინა. კანდელაკის განცხადებით, კომპანიებმა კორპორაციული სეგმენტი, ფაქტობრივად, აითვისეს, თუმცა ეს არც ისე დიდი მაჩვენებელია. რაც შეეხება ინდივიდუალურ დაზღვევას, აქ, ფაქტობრივად, სტაგნაციაა.
“2003 წლის შემდეგ დასაქმების მაჩვენებელი შემცირდა, ამიტომ ხალხი დაზღვევის აუცილებლობას ხედავს, მაგრამ საამისო ფული არ გააჩნიათ. მოსახლეობას მიმდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხარჯების დაფინანსებაც კი უჭირს. არსებული სოციალური მდგომარეობის ფონზე კი წვრილ კომპანიებს დიდ კომპანიებთან კონკურენციის გაწევა უჭირთ. ამ ფონზე კი წვრილი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა რთული იქნება, ამიტომ ისინი ბიზნესს საერთოდ გააჩერებენ ან მსხვილ კომპანიებთან გაერთიანდებიან,“ - ამბობს კანდელაკი. სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტის, გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, საცალო ბაზარი ასათვისებელია, ამიტომ პრობლემა მოსახლეობის გადახდისუუნარობაა.
„მაგალითისთვის, საქართველოში 600 ათასი ავტომობილ ი დადის, აქედან მხოლოდ 30 ათასია დაზღვეული. ის, რომ კომპანია საქმიანობას წყვეტს, პრობლემის მიზეზად სუსტი მენეჯმენტიც უნდა დავასახელოთ,“ - აცხადებს გიგოლაშვილი. სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტის დევი ხეჩინაშვილის თქმით კი, საცალო გაყიდვებსა და უძრავი ქონების დაზღვევაში უზარმაზარი პოტენციალი არსებობს, თუმცა კომპანიები ამ მიმართულებით არ ფიქრობენ, რადგან საზოგადოება მომწიფებული არ არის, დაბალსიხშირიანი რისკები აანაზღაუროს. „დაზღვევა საკმაოდ რთული სფეროა, ადამიანისგან ის მაღალ ფინანსურ კულტურას მოითხოვს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სათანადო დონეზე ჯერჯერობით არ არის. ამას ემატება ის, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს საკმარისი მატერიალური რესურსი, რომ მომავალზე იფიქროს,“ - ამბობს ხეჩინაშვილი.
Related Stories