მიხეილ სააკაშვილმა ჩიკაგოში Young Atlanticist Summit-ის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

სადაზღვევო სექტორი ზარალზე გავიდა

ავტორი ნინო ნატროშვილი, ნეტგაზეთი

05/10/2011 13:32 (229 დღე 15:57 minutes ago)

insurance_2.jpg

საქართველოს ეროვნული ბანკი ს პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 5 ოქტომბერს, 13.00 საათზე, ეროვნულ ბანკში სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელებს  შეხვდება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მხარეები  სადაზღვევო სექტორში არსებული ვითარებას შეაფასებენ.

სადაზღვევო სექტორი  2011 წელს პირველად გავიდა ზარალზე. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტორის 2011 წლის პირველ ნახევარის ზარალმა მილიონ 700 ათას ლარს გადააჭარბა, მაშინ როცა 2010 წელს სექტორმა 33 923 360 ლარის მოგება ნახა.

ორი კვარტლის მონაცემებით, 6 ლიდერი სადაზღვევო კომპანიიდან მოზიდული პრემია მხოლოდ ორმა („ჯიპიაი ჰოლდინგი“, „ალდაგი ბისიაი“) გაზარდა. დანარჩენმა კომპანიებმა კი იზარალეს.  მიზიდული პრემიების მოცულობა ამავე პერიოდში 16%-ით შემცირდა.

2011 წელი  წარუმატებელი აღმოჩნდა ორი სადაზღვევო კომპანიისათვის „ვესტისა“ და „მობიუსისათვის“, რომლებიც გაკოტრდნენ. კომპანიებმა ეროვნულ ბანკს ლიცენზიის გაუქმების თხოვნით მიმართეს. ხოლო, გაკოტრების რეჟიმში მყოფი სადაზღვევო კომპანია „ვესტის“ სამედიცინო დაზღვევის პორტფელი ბაზრის უფრო მსხვილმა მოთამაშემ „არქიმედე გლობალ ჯორჯიამ“ იყიდა.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში „ჯიპიაი ჰოლდინგმა" 33,577 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა, რაც 11%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკი ს მონაცემებით, ბაზარზე მოღვაწე კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში 188,189 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდეს, შესაბამისად, „ჯიპიაი ჰოლდინგი" სადაზღვევო ბაზრის 17,8%-ს აკონტროლებს.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 16:00 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group