აჭარაში ინვესტიციების მოცულობა 14 პროცენტით გაიზარდა


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

შეხვედრა სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან

05/10/2011 17:28 (229 დღე 12:01 minutes ago)

5 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკი ს პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძისა და სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელების შეხვედრაზე სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული ვითარება განიხილეს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს ეროვნული ბანკი ს პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკი სადაზღვევო სფეროს განვითარებასთან დაკავშირებით თანმიმდევრულ გეგმას ანხორციელებს.

“ჯანსაღი სადაზღვევო სისტემის ჩამოყალიბება ჩვენი პროგრამის ერთ–ერთი პრიორიტეტული ნაწილია. სადაზღვევო სფეროს უდიდესი პოტენციალი აქვს და დღეს გადის განვითარების იმავე გზას რაც თავის დროზე საბანკო სექტორმა გაიარა ვიდრე დღევანდელ, მდგრად და სტაბილურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდებოდა.

განვითარების ეტაპი გულისხმობს იმას, რომ სადაზღვევო სექტორში გამოჩნდებიან ახალი მოთამაშეები, მოხდება კომპანიების შერწყმაც. უნდა ითქვას, რომ 10 და 20 კაციანი ორგანიზაციები ამ ბიზნესში გუშინდელი დღეა, დღევანდელ მოთხოვნებს ასეთი კომპანიები ვერ გაუძლებენ და ეს გარდაუვალი პროცესია.

თუმცა აქ გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი –  ეროვნული ბანკი, როგორც სფეროს რეგულატორი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს პროცესი მტკივნეულად არ აისახოს სადაზღვევო სფეროს კლიენტებზე და რაც მთავარია, არ დაზარალდეს არცერთი მოქალაქე.

დღეს საბანკო სექტორში 16 255 ადამიანი მუშაობს. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე წლის შემდეგ სადაზღვევო სექტორი, რომელიც დღეს 2 207 რაოდენობის ადამიანს ასაქმებს, მომავალში ერთ–ერთი სერიოზული დამსაქმებელი იქნება შრომის ბაზარზე”  - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ.

გიორგი ქადაგიძის თქმით, ამ დროისათვის მნიშვნელოვანია სადაზღვევო ინდუსტრიის გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება, მომავალში კი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით სადაზღვევო სექტორში ისეთივე ნორმა ამოქმედდება, რომელიც საბანკო სექტორში უკვე არსებობს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 16:00 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group