საქართველოს მასშტაბით 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ქართული მოსახლეობა სადაზღვევო კომპანიების მომსახურების ხარისხით უკმაყოფილოა

ავტორი მარიამ პაპიძე, The FINANCIAL

26/10/2011 11:13 (208 დღე 18:17 minutes ago)

insurance.jpg

The FINANCIAL – ის მიერ გამოკითხული რესპოდენტების თქმით, ისინი საქართველოში არსებული სადაზღვევო კომპანიებიდან ყველაზე მეტად „ალდაგი ბისიაის“ ენდობიან. მეორე ადგილზე“ ჯიპიაი ჰოლდინგია.“ ამ სადაზღვევო კომპანიას გამოკითხულთა 16,8 % ენდობა. მესამე ადგილი „იმედი ელ“– მა დაიკავა – 13% –ით. მხოლოდ 2,2 % ენდობა  სადაზღვევო კომპანია "ალფასა" და "ირაოს".

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ცნობით, საქართველოში 1,733,479 ადამიანს აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა.

 

საქართველოში დაზღვევა  ჯერ კიდევ არ არის კარგად განვითარებული სფერო.  ექსპერტები ამას მოსახლეობას შორის სადაზღვევო კომპანიების შესახებ ცოდნის დაბალ დონეს აბრალებენ. თუმცა, ბევრი მომხმარებელი, რომელთაც უკვე აქვთ სიცოცხლისა, თუ ჯანმრთელობის დაზღვევა, უკმაყოფილო არიან იმ მომსახურებით, რასაც სადაზღვევო კომპანები სთავაზობენ მათ.

 

The FINANCIAL - ის მიერ გამოკითხული მოსახლეობა სადაზღვევო კომპანიების და მათი პროვაიდერი კლინიკების ცუდ მომსახურებაზე საუბრობს.


მათი პირადი გამოცდილებიდან ჩანს, რომ ექიმები უყურადღებონი არიან დაზღვეული პაციენტების მიმართ. რესპონდენტები  აღნიშნავენ პრობლემებს, რომლებიც დაზღვეულსა და სამედიცინო ინსტიტუტებს შორის არსებობს.

„კლინიკების წარმომადგენლების თქმით, სადაზღვევო კომპანიები მათ სამედიცინო დაწესებულებების შორის არჩევანში ზღუდავენ. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების თქმით, კი კლინიკები  დოკუმენტაციას დაგვიანებით, ან არასრულად გზავნიან. ასეთ შემთხვევებში  კი დაზღვეულები ზარალდებიან,“ ამბობს  32 წლის გოჩა.

 

ნათია ორაგველიძე რამდენიმე წელია რაც დაზღვეულია. რამდენიმე კვირის წინ, მან პირველად გამოიყენა დაზღვევა. ის თავადაც ექიმია და ფიქრობდა, რომ საშვილოსნოსთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები. მან გამოსაკვლევად იმ კლინიკას მიმართა, სადაც იყო დაზღვეული.

 

„ გამოკვლევის შემდეგ ექიმმა ჰორმონალური წამალი გამომიწერა, თუმცა გამიჩნდა ეჭვი რომ მან სათანადოდ არ ჩაატარა გამოკვლევა და სხვა ექიმთან წავედი, რომელმაც მითხრა რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი ვიყავი. ჰორმონალური წამლის დალევა სრულებით არ აღმოჩნდა საჭირო, მისი მიღება კი ძალიან სახიფათო იქნებოდა ჩემი ჯანმრთელობისთვის,“ გვითხრა მან.

 

„საქართველოში არსებული სადაზღვევო კომპანიებიდან ყველაზე ნაკლებად ცუდი ამოვირჩიეთ,“ ამას რესპოდენტთა უმრავლესობა აცხადებს. იმის გამო, რომ  დაზღვევა სჭირდებათ, მათ უწევთ ყველაზე ნაკლებად პრობლემურ სადაზღვევო კომპანიას მიმართონ.  „ჯანმრთელობის დაზღვევა „იმედი ელ“ – ში მაქვს, რადგან ვფიქრობ, რომ ამ მხრივ მათ საუკეთესო სერვისი აქვთ, ხოლო რაც შეეხება მანქანის დაზღვევას, ამ შემთხვევაში მე  „ჯიპიაი ჰოლდინგს“ ვირჩევ,“ ამბობს ლაშა მერაბიშვილი.

 

სადაზღვევო კომპანიები თავის მხრივ აცხადებენ, რომ არც არის გასაკვირი ამდენი დაზღვეული ადამიანიდან რამოდენიმე უკმაყოფილო იყოს. სადაზღვევო კომპანიების თქმით, კლინიკები თავად ინტერესდებიან სადაზღვევო კომპანიებთან კონტაქტით, რადგან ისინი კარგი გადამხდელები არიან. რაც შეეხება ექიმების მხრიდან ცუდ მომსახურებას, სადაზღვევო კომპანიებს ასეთი ფაქტების არსებობა უკვირთ.

 

„დღესდღეობით, ჩვენთან 200,000 ადამიანია დაზღვეული. გასულ წელს 26 მილიონი ლარი დაიხარჯა ჯანმრთელობის დაზღვევაზე, წელს კი – 14 მილიონი ლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის სისტემაში კერძო სადაზღვევო კომპანიები სტაბილური გადამხდელები არიან,“ გვითხრა "ჯიპიაი ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თინა სტამბოლიშვილმა. „ ჯიპიაი ჰოლდინგს“ საქართველოს ყველა რეგიონში ჰყავს წარმომადგენლობა. „ჩვენ კონტრაქტი გავაფორმეთ ყველა ლიცენზირებულ კლინიკასთან, რათა მოულოდნელი შემთხვევის დროს, ჩვენს კლიენტებს სათანადოდ მოვემსახუროთ. საერთო ჯამში, ჩვენი 400 თანამშრომელი და 500 კონტრაქტორი ექიმი ემსხურება ჩვენს დაზღვეულებს მთელი საქართველოს მასშტაბით,“ გვითხრა სტამბოლიშვილმა.

 

„ალდაგი ბისიაის" კონტრაქტი  400– ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან აქვს გაფორმებული. კონტრაქტის თანახმად, კლინიკიდან ყველა დოკუმენტის მიღების შემდეგ, სადაზღვევო კომპანია კლინიკაში ფულს ერთი თვის განმავლობაში რიცხავს.  არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ისინი სრულ დოკუმენტაციას არ გვიგზავნიან, რაც აფერხებს ფულის გადარიცხვის პროცესს,“ თქვა „ალდაგი ბისიაის“  დირექტორის მოადგილემ ნუცა კოღუაშვილმა. „ბაზარზე 21 წელია რაც წარმოდგენილები ვართ.  ჩვენ ყველაზე სანდო ვართ, რადგან არასოდეს ვპირდებით კლიენტს ისეთ რამეს, რასაც ვიცით რომ ვერ გავაკეთებთ. „ალდაგი“ ფინანსურად ძლიერი და სტაბილურია. კრიზისისა და რუსეთ– საქართველოს ომის დროსაც კი შეინარჩუნა კომპანიამ  ფინანსური სტაბილურობა,“ გვითხრა მან.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 16:01 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group