სააკაშვილი - თუ საქართველოს დემოკრატია დაეცემა, სატრანზიტო გზა ევროპასა და აზიას შორის აღარ იქნება


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევაზე მთავრობა ჯერჯერობით ვერ თანხმდება

24/11/2011 13:54 (179 დღე 15:40 minutes ago)

თანამშრომლების სავალდებულო დაზღვევის ინიციატივა დამუშავების პროცესშია. როგორც რადიო კომერსანტი იუწყება, ამის შესახებ მათ პარლამენტარმა მაგდა ანიკაშვილმა აცნობა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

შეგახსენებთ: დედაქალაქის სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა ქაცარავამ, სავალდებულო დაზღვევის შესახებ განცხადება ზაფხულში გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფო ყველა ადამიანის დაზღვევას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ საქართველოში სადაზღვევო კულტურა უნდა დაინერგოს.

Commersant.ge მაშინ რამდენიმე კომპანიას დაუკავშირდა და გაარკვია, რომ ყველა მათგანი სავალდებულო დაზღვევის მომხრე იყო. კომპანია “თეგეტა მოტორსის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი მშვილდაძემ კი განაცხადა, რომ სადაზღვევო პაკეტი სტანდარტული უნდა იყოს და დაზღვევის ხარჯი მთლიანად კომპანიას არ უნდა დააწვეს. ამ საკითხის გათვალისწინების შემთხვევაში, ნებისმიერი კომპანია თანამშრომლების დაზღვევაზე თანახმა იქნება.

მაგდა ანიკაშვილი ს ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში ინიციატივა ჯერ არ შესულა.

“როგორც ჩანს, მთავრობაში ვერ შეთანხმდნენ თუ როგორი გადახდის მექანიზმი იქნება. გადაიხდის მხოლოდ დასაქმებული, მხოლოდ კომპანია თუ ორივე ერთად. სავარაუდოდ, გარკვეული პროცენტი თავად დამსაქმებლის გადასახდელიც იქნება. ახლა მიდის მოლაპარაკებები და სამომავლოდ ეს საკითხი აუცილებლად განიხილება,” – ამბობს მაგდა ანიკაშვილი . მისი თქმით, სავალდებულო დაზღვევის განხილვის გადადების მიზეზი, კომპანიების ლობისტური ქმედებებიცაა, რადგან  ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება დაბალი პროცენტი გადაიხადონ.

ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი გოდაბრელიძის განმარტებით, სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებები გახდება საჭირო. “საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი ისედაც დაზღვეულია, რაც შეეხება კერძო სექტორს, აქ ჩარევას ნაკლებად ვცდილობთ. არ ვიცი იგეგმება თუ არა სავალდებულო დაზღვევის შემოღება, ამის შესახებ ჯერ ინიციატივა არ შემოსულა” – ამბობს გოდაბრელიძე. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მთავრობა საბაზისო დაზღვევის პაკეტზე მუშაობს. გოდაბრელიძის თქმით, ყველაზე იაფფასიან სადაზღვევო პაკეტშიც კი, პირველადი მომსახურებების განსაზღვრული რაოდენობა იქნება და ვერცერთი სადაზღვევო კომპანია მომხმარებელს მასზე ნაკლებ პაკეტს ვერ შესთავაზებს.

სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტის გიორგი გიგოლაშვილის შეფასებით, პირველ რიგში უნდა მოხდეს სადაზღვევო პაკეტების სტანდარტიზაცია, ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ სხვადასხვა რისკობრივი ჯგუფები.

„ბანკის თანამშრომელს და მაღაროელს ერთ ფასად და ერთი სადაზღვევო პაკეტით ვერ დააზღვევ. მერე - ჩვენი აზრით პრემიაში თანამონაწილეობა უნდა მოხდეს დამქირავებლის და დაზღვეულის მხრიდანაც - ორივემ უნდა გადაინაწილოს თანამშრომელზე სოციალური ზრუნვა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ბოლოს - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - პრემიის გარკვეული მინიმალური ნაწილი უნდა თავისუფლდებოდეს საშემოსავლო გადასახადისგან, ეს შეღავათიც იქნება დამსაქმებლისთვის და მაღალფასიანი და კარგი დაფარვების სადაზღვევო პაკეტებზე მოთხოვნასაც შედარებით გაზრდის,“ - აცხადებს გიგოლაშვილი.

მისი თქმით, სავალდებულო დაზღვევა უნდა იყოს საბაზისო, ყველა ორგანიზაციას უნდა შეეძლოს (ნებაყოფლობით) მეტი დაფარვის დამატება საბაზისო პაკეტზე. გიგოლაშვილის განცხადებით, ეს დაზღვეულის უფლებაცაა და ამავე დროს სადაზღვევო კომპანიათა შორის კონკურენციასაც გაამძაფრებს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 16:05 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group