ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის დეკლარაციის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ეთმობა


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ხელმისაწვდომი დაზღვევა სტუდენტებისთვის

ავტორი ნეტგაზეთი

30/11/2011 12:19 (173 დღე 17:16 minutes ago)

students.jpg

დღეს, 30 ნოემბერს, 11 საათზე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება პარლამენტში შეიტანს საკანონმდებლო ინიციატივას სტუდენტების ხელმისაწვდომ დაზღვევასთან დაკავშირებით.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

პროფკავშირების ინიციატივა გულისხმობს "საქართველოს კანონში ,,უმაღლესი განათლების" შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შეტანას. პროფკავშირების პრესსამსახურის ცნობით, ცვლილებების პაკეტი მომზადდა ახალგაზრდული პროექტის – ,,ხელმისაწვდომი დაზღვევა სტუდენტებისათვის” – ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ახალგაზრდული დეპარტამენტი რამდენიმე თვეა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

კანონპროექტი, რომლის პრეზენტაცია და საზოგადოებრივი განხილვა თვენახევრის წინ სასტუმრო „რადისონში“ შედგა, ითვალისწინებს საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების 100 ათასზე მეტი სტუდენტის უზრუნველყოფას ჯანმრთველობის დაზღვევის პოლისით. საქართველოს პროფკავშირების განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ სტუდენტებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სოციალური დაცვის ისეთი მნიშვნელოვანი გარანტიით, როგორიცაა ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა. ამისთვის შეიქმნება სპეციალური სადაზღვევო პაკეტი, რომელიც ყველა ძირითად და მნიშვნელოვან სამედიცინო მომსახურებას მოიცავს.

„საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება საზოგადოებას სთავაზობს საკმაოდ კარგ გასაღებს იმისთვის, რომ საქართველოში ახალგაზრდების ჯანმრთელობა იყოს დაცული,“ – აცხადებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, – „მე ვთხოვ ყველა დაინტერესებულ პირს, ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება, მხარი დაუჭიროს ამ ცვლილებებს, ხელი შეუწყოს ამ კანონ–პროექტის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვებას, რათა საქართველოს ყველა სტუდენტი სამედიცინო მომსახურებით იყოს უზრუნველყოფილი.“

კანონპროექტს საქართველოს პარლამენტში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები ხვალ, 11 საათზე, სტუდენტებთან ერთად შეიტანენ. იქვე გაიმართება ბრიფინგი, რომელზეც ინიციატივის ავტორები საკანონმდებლო ცვლილებების დეტალებს განმარტავენ.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 16:06 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group