
სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეებს შორის კონკურენცია უკიდურესად მწვავდება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზრის სამი კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც პირველ–მეორე ადგილებზე გასულ კომპანიებს შორის განსხვავება მინიმალურია.
„ჯიპიაი ჰოლდინგს" ბაზრის 17,14%-ი უკავია და დასახელებულ პერიოდში 45 მილიონ 125 ათასის სადაზღვევო პრემია აქვს მოზიდული. "ალდაგი ბისიაი", რომელიც წლების განმავლობაში ბაზრის უპირობო ლიდერი იყო, „ჯიპიაის" მხოლოდ 0,03%-ით ჩამორჩება. „ალდაგის“ წილი სადაზღვევო ბაზარზე 17,11%-ია, ხოლო მოზიდული პრემია 45 მილიონს აჭარბებს.
ლიდერთა სამეულს 16,25%–იანი წილით და 42 მილიონ 700 ათასზე მეტის პრემიით „იმედი ელი“ ასრულებს. საერთო ჯამში, ეროვნული ბანკის ცნობით, სადაზღვევო ბაზარზე მოქმედმა 15-მა კომპანიამ სამ კვარტალში 263 მილიონ 143 ათასის პრემია მიიზიდა, რაც 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,7%-ით ნაკლებია.
Related Stories