სადაზღვევო კომპანია “აი სი ჯგუფმა” საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური
სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში ქალაქ ბოლნისის მრავალპროფილური
საავადმყოფოს მშენებლობა დაასრულა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც "პირWელს" "აი სი ჯგუფიდან" აცნობეს, 26-საწოლიანი საავადმყოფო ბოლნისის მუნიციპალიტეტის 78 300 მოსახლეზეა გათვლილი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონა ლითაა დაკომპლექტებული.
ულტრათანამედროვე ჰოსპიტალში 127 თანამშრომელია დასაქმებული, რომელიც ბოლნისის მოსახლეობას მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფს.
ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროექტზე "აი სი ჯგუფმა" 3 მილიონამდე ლარი გამოყო. კლინიკა მსოფლიო ს ისეთი წამყვანი ბრენდების აპარატურითაა აღჭურვილი, როგორიცაა Phillips (ჰოლანდია), General Electric (ამერიკის შეერთებული შტატები), Human (გერმანია). საავადმყოფოში დამონტაჟებულია რენტგენის, ექოსკოპიის, გასტროსკოპიის და კოლპოსკოპიის ულტრათანამედროვე აპარატები, საოპერაციო მაგიდა და მეანგინეკოლოგიური სავარძელი, რომლის მართვაც დისტანციურად, სპეციალური პულტის საშუალებით არის შესაძლებელი. ექოსკოპიისა და კარდიოგრამის აპარატები, რენტგენი და თანამედროვე ბიოქიმიური ლაბორატორია DICOM-ის ტექნოლოგიის გამოყენებით პირდაპირ გლობალურ ქსელს უერთდება.
ინოვაციური პროექტი, რომელიც "აი სი ჯგუფის" მიერ აშენებულ ყველა ჰოსპიტალურ სექტორს მოიცავს, ტელემედიცინის - თანამედროვე მედიცინის მიმართულების დანერგვაა. ტელემედიცინა კომპიუტერული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ინტერაქტიული სამედიცინო კონსულტაციების ჩატარებას ეფუძნება, რომლის მიზანს პაციენტის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ხარისხის ამაღლება წარმოადგენს.
ადგილობრივ ექიმებს აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებით საშუალება ექნებათ, სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფის" კონსულტანტებს საქართველოსა და უცხოეთის წამყვან კლინიკებში დაუკავშირდნენ და პაციენტის დიაგნოზისა და მკურნალობის შესახებ ინფორმაცია შეაჯერონ. კონსილიუმს და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს რეგულარული ფორმა ექნება.
ცნობისთვის, ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს გარდა, სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფმა" ამბროლაურის, ხაშურისა და მესტიის საავადმყოფოების მშენებლობა -რეკონსტრუქცია დაასრულა. კომპანია ჰოსპიტალური განვითარების პროგრამის ფარგლებში საავადმყოფოების მშენებლობის პროექტს საქართველოს რვა რეგიონში - ონში, ხაშურში, ამბროლაურში, ცაგერში, მესტიაში, ჩხოროწყუში, დმანისსა და ბოლნისში ახორციელებს.
Related Stories