
"ვენის სადაზღვევო ჯგუფის" შესახებ ინფორმაცია ახლა IPad-შიც იქნება ხელმისაწვდომი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
"უახლესი კვლევები მოწმობს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ინფორმაციას მობილური ინტერნეტის საშუალებით იღებს. ინვესტორები , ანალიტიკოსები, ჟურნალისტები და მაღალი თანამდებობის პირები ხშირად მოგზაურობენ და შესაბამისად, სულ უფრო მეტად იყენებენ IPad-ს სწორედ ინფორმაციის მოსაძიებლად, კორპორატიული ინფორმაციის ოპერატიულად მიღება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" შესახებ მონაცემები ახლა ამ მოწყობილობითაც არის შესაძლებელი" - განაცხადა "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პიტერ ჰაგენმა.
პირWელის ცნობით, IPad-ისთვის უფასო აპლიკაცია საშუალებას მისცემს ინვესტორებს, ჟურნალისტებს, ანალიტიკოსებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მიიღოს სიახლეები "ვენის სადაზღვევო ჯგუფის შესახებ", კერძოდ, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს აქციის ფასი და სხვა ახალი ამბები შეიტყოს, ანგარიშები, ფინანსური უწყისები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები ჩამოტვირთოს. დოკუმენტები ხელმისაწვდომი ოფლაინ-რეჟიმშიც იქნება.
ჯგუფის ოფიციალურ საიტთან ერთად (www.vig.com) მობილური აპლიკაცია ინფორმაციის კიდევ ერთი წყარო იქნება.
ცნობისთვის, "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" აპლიკაციის ჩამოტვირთვა "ეფლის" ინტერნეტ-მაღაზიაშია შესაძლებელი (საძიებო სიტყვაა VIG IR), ან ბმულზე: httt://itenes.apple.com/us/app/vienna-insurance-group-investor/id491321746.
"ვენის სადაზღვევო ჯგუფი" ავსტრიის საფონდო ბირჟაზე უმაღლესი რეიტინგის მქონე კომპანიაა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ წამყვან სადაზღვევო ჯგუფს წარმოადგენს. ავსტრიის გარდა, "ვენის სადაზღვევო ჯგუფი" 50 კომპანიას ფლობს და მართავს ევროპის 23 ქვეყანაში - ალბანეთში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ბულგარეთში, გერმანიაში, ესტონეთში, საქართველოში, ხორვატიაში, ლატვიაში, ლიხტენშტეინში, ლიტვაში, მაკედონიაში, მონტენეგროში, პოლონეთში, რუმინეთში, რუსეთში, სერბეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთში, თურქეთში, უნგრეთში, უკრაინა სა და ბელორუსში.
საქართველოში "ვენის სადაზღვევო ჯგუფში" ორი კომპანია - "ჯიპიაი ჰოლდინგი" და "ირაო" შედის. 2011 წელს "ვენის სადაზღვევო ჯგუფმა" ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი განახორციელა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 11 მილიონი ევრო ორივე კომპანიისთვის მოიზიდა. "ირაოსა" და "ჯიპიაი ჰოდლინგის" ადგილობრივ სახსრებთან ერთად, რამაც ჯამში 46 მილიონი ლარი შეადგინა, მოზიდული ინვესტიცია ჰოსპიტალური განვითარების პროექტს მოხმარდა. პროექტის ფარგლებში "ჯიპიაი ჰოლდინგმა" - საქართველოს 10 რაიონში 10 საავადმყოფო, ხოლო "ირაომ" – 6 ააშენა.
Related Stories