რატომ ვერ უწევს კონკურენციას ქართული პომიდორი თურქულს


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

GPRS-ის აპარატებით ძველი სალარო აპარატები ჩანაცვლდება

ავტორი ნინო ნატროშვილი, ნეტგაზეთი

12/10/2011 12:00 (222 დღე 17:41 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

პირველი GPRS-ის სალარო აპარატები ბაზრობებზე უკვე გამოჩნდა. 

 

”ნეტგაზეთი” ერთ-ერთ მცირე მეწარმეს  გაესაუბრა, რომელმაც განუცხადა, რომ  ახალი  GPRS-ის აპარატი 306 ლარად იყიდა. სალარო აპარატის ფასი 290 ლარია, მაგრამ 16 ლარის გადახდა მომსახურებისათვის  წინასწარ მოუწია.

საგადასახადო შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე ”ნეტგაზეთთან”საუბარში  განმარტავს, რომ სალარო აპარატებს ტენდერის შედეგად გამარჯვებული კომპანია ემსახურება. ’’ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი და  თავიდანვე იყო ის პრინციპი ჩადებული, რომ იმ კომპანიის ყოველთვიური მომსახურების გადასახადი შეადგენდა 5 ლარს. ეს თანხა ემატება აპარატის ფასს. ეს მეწარმეზეა დამოკიდებული, ვისაც უნდა სამი თვისასა დაფარავს, ვისაც უნდა 12 თვისას გადაიხდის”.

ებანოიძის განმარტებით, GPRS-ის სალარო აპარატები ყველა  ტიპის ბიზნესი სითვის არ გახდება სავალდებულო.

’’გარკვეული ბიზნესები იყენებენ  უფრო მაღალი კლასის სალარო აპარატებს, რომელიც მიბმულია მათ შიდა აღრიცხვის ელექტრონულ სისტემასთან. რა თქმა უნდა, ეს  სალარო აპარატი ყველა ტიპის აპარატს ვერ ჩაანაცვლებს. თუმცა  GPRS-ის აპარატებით ძველი სალარო აპარატების ჩანაცვლება  გარკვეულ დროში მოხდება. ძველი აპარატების ამოღების ვადები დადგენილი არ არის, ეს დამოკიდებულია იმ პროცესზე, თუ  როგორ მოხდება ცენტრალიზებული სისტემის დანერგვა, მხოლოდ ამის  შემდეგ  მოხდება თარიღის დათქმა.”

ებანოიძის განმარტებით, ”მიკრო ბიზნესი გათავისუფლებულია სალარო აპარატებისაგან, მაგრამ საშუალო ბიზნესს,  ვისაც 30 ათასზე მეტი აქვს ბრუნვა,  ვინც გამოწერს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს , მას სჭირდება  ქვითარი  და სალარო აპარატიც .”

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 16:12 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (3 დღე 17:43 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group