ჰილარი კლინტონი:"საქართველოსთვის არჩევნები შესაძლებლობაა აჩვენოს,რომ ნატო-ს ღირებულებების ერთგულია"

This text is replaced by the Flash movie.

Tuesday, May 22, 2012
News Making Money

მთავრობამ შესაძლოა, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს ხელფასები 25%-ით გაუზარდოს

25/10/2011 15:09 (210 დღე 06:48 minutes ago)

finance1.jpg

მთავრობამ შესაძლოა, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს ხელფასები 25%-ით გაუზარდოს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც "პირWელს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ამის შესახებ საპარლამენტო კულუარებში ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ გავრცელდა.

აღნიშნულის გადამოწმებას "პირWელი" უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შეეცადა, მაგრამ დიმიტრი გვინდაძის უწყებაში აღნიშნული პრაქტიკულად უარყვეს.

"2012 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელზეც ფინანსთა სამინისტრო ამჟამად მუშაობს, ხელფასების მატება გათვალისწინებული არ არის",- აცხადებენ გვინდაძის უწყებაში.

საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის ხელფასების 25-%-ით ზრდის შესახებ ინფორმაციას არც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი ფლობს და აცხადებს, რომ ის ამის შესახებ საქმის კურსშია არაა.

"მსგავსი რამ არ იგეგმება და როგორც ვიცი, არცაა მოსალოდნელი. მომავალი წლის ბიუჯეტი ისევ მთავრობას დაუბრუნდა და პარლამენტში მეორედ ჯერ არ შემოსულა. ვნახოთ, რა იქნება", - განუცხადა  "პირWელს" მელიქიშვილმა.

მართლაც, ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტში ხელფასების გაზრდის შესახებ ჩანაწერი არ ყოფილა, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ბიუჯეტი პარლამენტში მაშინ შევიდა, როცა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა ში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო.

ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ქვეყნის პირველი პირი მიხეილ სააკაშვილი 19 ოქტომბერს საჯარო მოხელეებთან შეხვედრისას მათ "პირობების გაუმჯობესებას" დაჰპირდა. 

"ჩვენ მთელი მსოფლიო ს ტენდენციის საწინააღმდეგოდ ვიზრდებით, მაგრამ ამ ტენდენციას მუდმივი შენარჩუნება სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ, რომ თქვენი პირობები გაუმჯობესდეს, მაგრამ ადამიანი მარტო მატერიალურით არ იზომება. როგორც არასდროს, ჩვენ მობილიზაცია და საზოგადოებაზე მუშაობა გვჭირდება. უნდა გვესმოდეს, რომ თუ გვინდა, უმუშევრობა და სიღარიბე საბოლოოდ დავამარცხოთ, ჩვენს თავს უნდა გადავახტეთ და ჩვენი წარმატება შეუქცევადი გავხადოთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს კი თბილისის მერმა გიგი უგულავამ ფაცებოოკ-ის ოფიციალურ გვერდზე გამართული ონლაინ-კონფერენციის მსვლელობისას ბაღის მასწავლებლებისთვის მომავალი წლიდან ხელფასების 25%-ით გაზრდის პირობა დადო.

"მომავალი წლიდან აღმზრდელებისა და ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასების 25%-ით ზრდა იგეგმება, რისთვისაც ბიუჯეტიდან სამი მილიონი ლარი უკვე გამოიყო. თბილისის საბავშვო ბაღის ყველა პედაგოგი ტრენინგს გაივლის და ამ ახალ პროგრამას უკეთ გაეცნობა. ტრენინგი ორი - როგორც ფინანსური ადმისისტრირების, ასევე პედაგოგის კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ჩატარდება. პროფესიულ გადამზადებას მომავალი წლისთვის ამ სფეროში დასაქმებული 6700 პირი გაივლის," - აღნიშნა უგულავამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი კორექტირებისთვის მთავრობის მიერაა გაწვეული. მისი გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს სავარაუდოდ, 5 ნოემბრისთვის დაუბრუნდება.  

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი  ოქტომბრის პირველ კვირას შევიდა.

პროექტის მიხედვით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით, 323 მილიონი ლარით იზრდება და 7 მილიარდ 623 მილიონი ლარით განისაზღვრება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
საქართველო საკრედიტო რესურსის სიძვირით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია

22/05/2012 13:05 (08:52 minutes ago)

საკრედიტო რესურსის სიძვირით საქართველო მსოფლიო ში ერთ-ერთი ლიდერია და მსოფლიო ბანკის მონაცემებით (2010) კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები საქართველოზე მაღალი მსოფლიო ს მხოლოდ 7 ქვეყანაშია.

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (4 დღე 09:59 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group