| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
შეუწყობს თუ არა ხელს დასაქმებას საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა,
რომლის თანახმადაც, 45-დან 60 წლამდე მოქალაქეების აყვანის შემთხვევაში
კომპანია საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება?
ეკონომიკის ექსპერტ ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკური და წინასაარჩევნოა, ვიდრე რეალურად ეკონომიკურ ან სოციალურ შედეგზე გათვლილი.„არ ვფიქრობ, რომ ამ ცვლილების შემდეგ კერძო კომპანიებში ამ ასაკის უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება, ან კომპანია მიიღებს რაიმე მნიშვნელოვან შეღავათს. ამასთანავე, რთულდება გადასახადის ამოღების ადმინისტრაციული და კონტროლის ნაწილიც,“ – აცხადებს ლექვინაძე.
მისი თქმით, ბიზნეს–სექტორს 45–დან 60 წლამდე ასაკის ადამიანების დასაქმების პრობლემა არც არასოდეს ჰქონია, თუ მისი კვალიფიკაცია კომპანიის მოთხოვნებს შეესაბამებოდა. არაკვალიფიციური კადრის მიღება კი 20%–იანი შეღავათის მიღების მიზნით არარაციონალურია. „ჩემი აზრით, ბიზნესა და დასაქმებულისთვისაც ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა საშემოსავლო გადასახადის შემცირება ყველა გადამხდელისთვის, თუნდა 5%–ით, ეს იქნებოდა რეალური შეღავათი ბიზნესი სთვის, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს აღებული საშემოსავლო გადასახადის ხარჯი. ასევე შეღავათი იქნებოდა დასაქმებულისთვის, რომელიც სამართლებრივად არიან ამ გადასახადის გადამხდელები,“ – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
ექსპერტ დავით ონოფრიშვილის თქმით კი მსოფლიო ში არ არსებობს სახელმწიფო, სადაც საშემოსავლო გადასახადი ასაკის მიზედვითაა დიფერენცირებული.
შეგახსენებთ: აღნიშნული ინიციატივის განხორციელების კონკრეტული მექანიზმები შემუშავებული არ არის და კომპანიები მის სისრულეში მოყვანისათვის საკანონმდებლო აქტებს ელოდებიან.მათთვის უცნობია, გავრცელდება თუ არა შეღავათები უკვე დასაქმებულ მოქალაქეებზე.
Related Stories