
საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ ახალი რეგულაციები უკვე ძალაშია.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ინტერპრესნიუსის ცნობით, პარლამენტის მიერ "სისხლის სამართლის კოდექსში" შეტანილი ცვლილება, უკვე
გამოქვეყნდა და, შესაბამისად, ძალაშიც შევიდა.
ახალი რეგულაციის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს საბანკო ანგარიშის ან ანგარიშების გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე. ამ განჩინებით, ბანკი ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მას მიმდინარე რეჟიმში მიაწოდოს ინფორმაცია ერთ ან რამდენიმე საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ.
პროკურატირას იგივე პროცედურის განხორციელება შეუძლია ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების მოძიების ან იდენტიფიცირების მიზნითაც. საბანკო ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის ან/და გატანის შემთხვევაში, ინფორმაცია პროკურატურას ოპერაციის შესრულებამდე უნდა ეცნობოს.
Related Stories