
დღეს სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“ შემოსავლების სამსახურმა
დაძმობილების პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელიც ,,ეკონომიკური
საზღვრის გადაკვეთისა და სანიტარულ–ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის
სისტემის გაძლიერებას საქართველოში“ გულისხმობს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მედიანიუსის ცნობით, ევროკავშირმა დაძმობილების პროექტის განსახორციელებლად შემოსავლების სამსახურს 1,8 მილიონი ევრო გამოუყო.
პრეზენტაციას საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ბორის იაროშევიჩი, ესტონეთის ელჩი ტუმას ლუკი, იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი, დანიის საპატიო კონსული ესბენ ემბორგი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ლილი ბეგიაშვილი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
დაძმობილების პროექტი ევროპული მეზობლობისა და პარტნიორობის წევრი ქვეყნების ინსტიტუციონალურ განვითარებას და მხარდაჭერას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტი ორი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება, რაც ეკონომიკური საზღვრის კვეთის კონტროლს და სანიტარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს გულისხმობს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განცხადებით, დაძმობილების პროექტის მიზანი საქართველოში ეკონომუიკური საზღვრის გადაკვეთისა და ფიტოსანიტარულ–სასაზრვრო კონტროლის სისტემის გაძლიერებაა.
,,მთავრობის ათპუნქტიანი გეგმის მიხედვით, საქართველოს რეგიონის სავაჭრო და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება. მოგეხსენებათ, რომ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები საკმაოდ კარგი დინამიკით მიდის, მისი ერთ–ერთი საკვანძო თავი კი ღრმა და ყოვლისმომცვლელი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებაა, რომლის განხილვის დაწყებას სავარაუდოდ, წელს მოვახერხებთ“– აღნიშნა გვინდაძემ და დასძინა, რომ დაძმობილების პროექტის ფარგლებში შემდეგი ორი წლის განმავლობაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ეკონომიუკური საზღვრის კვეთის პროცედურების, ადმინისტრაციული მართვის გაუმჯობესების და საქართველოს საზღვარზე ვეტერინარიულ და მცენარეთა ჯანმრთელობის კონტროლის ხარისხის ამაღლების კუთხით მთელი რიგი სწავლებები გაიმართება.
პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები იტალიელი, ესტონელი და დანიელი ექსპერტების მიერ ხორციელდება.
პროექტის ძირითადი განმახორციელებელი ქვეყანა დანიაა, ხოლო ესტონეთი და იტალია უმცროს პარტნიორ ქვეყნებს წარმოადგენენ.
საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის ბორის იაროშევიჩის განცხადებით, აღნიშნული პროექტი საკმაოდ პრინციპულია და ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობას გულისხმობს. მისი თქმით, დანია, იტალია და ესტონეთი საქართველოს იმ დონის მიღწევაში დაეხმარება, რომელიც თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას გულისხმობს.
Related Stories