
როგორც ინტყერპრესნიუსი იუწყება, ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 26,2 მილიონი ევრო გადარიცხა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, გამოყოფილი თანხა იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებასა და განათლების სისტემას მოხმარდება.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელთა განმარტებით, 21.1 მილიონი ევრო იმ 43.5 მილიონი ევროს ნაწილია, რომელიც საქართველოსათვის ე.წ. სპეციალური ღონისძიებებისთვის არის გათვალისწინებული და რომელსაც საქართველოს მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად გაატარებს.
"ეს მხარდაჭერა ხელს შეუწყობს საქართველოს, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სამოქმედო გეგმაში დასახული ამოცანების მიღწევაში. უზრუნველყოფილი იქნება იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლება და ახალი ბინების მშენებლობა ფოთში, ბათუმსა და წყალტუბოში", - აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
განათლების სექტორის მხარდასაჭერად 5.1 მილიონი ევრო გამოიყოფა.
"ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს განათლებასა და გადამზადებას, რადგან ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის და დიალოგის ერთ-ერთი ძირითადი სფეროა. განათლება და გადამზადება ადამიანური კაპიტალის განვითარების პროცესის განუყოფელი ნაწილია, ვინაიდან ამ გზით ადამიანები იძენენ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და დამოკიდებულებას, რომელიც მათ დასაქმებაში და ცვალებად შრომით ბაზარზე ადაპტირებაში ეხმარება", - აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
როგორც საელჩოში აღნიშნავენ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმებებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების სანაცვლოდ, ევროკავშირი განაგრძობს თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდგომ გადარიცხვებს.
Related Stories