ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

This text is replaced by the Flash movie.

Tuesday, May 22, 2012
News Making Money

საქართველომ 35 000 000 დოლარი დაკარგა

ავტორი ზაზა წულაძე, თბილისი, ამერიკის ხმა

05/01/2012 10:42 (138 დღე 11:26 minutes ago)

money.jpg

საქართველოს სახელმწიფო ისრაელის ერთ-ერთ უმსხვილეს, თავდაცვითი სისტემების მწარმოებელ კომპანია „ელბიტ სისტემს“ (www.elbitsystems.com) 35 მილიონ ამერიკულ დოლარს გადაუხდის.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი „ელბიტს“ ასევე დაუბრუნებს გარკვეულ სამხედრო აღჭურვილობასა და ტექნიკა ს, რომელიც კომპანიამ ადრე საქართველოს კონტრაქტის საფუძველზე მიაწოდა.  ამის შესახებ ინფორმაცია თავად „ელბიტ სისტემსმა“ გაარცელა. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში, კერძოდ ნათქვამია, (იხილეთ http://ir.elbitsystems.com/phoenix.zhtml?c=61849&p=irol-newsArticle&ID=1642877&highlight=) რომ „ელბიტმა საქართველოსთან არსებულ დავის მოგვარებაზე გარიგებას მიაღწია და ეს საკითხი „ელბიტისთვის“ ფინანსური ზიანის მიყენების გარეშე მოგვარდა.“ შეგახსენებთ, რომ „ელბიტ სისტემსმა“, რომლისგანაც საქართველომ 2007-2008 წლებში უპილოტი მზვერავი საფრენი აპარატები  Hermes 450 შეიძინა (http://en.wikipedia.org/wiki/Elbit_Hermes_450),  2011 წლის აპრილში, საქართველოს კონტრაქტების დარღვევისთვის, გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უზენაეს სასამართლოში უჩივლა და 100 მილიონი დოლარი მოითხოვა.  საქართველოს სახელმწიფო ამ ვალს არ აღიარებდა, როგორც საგარეო, ისე თავდაცვის სამინისტროებმა მაშინ  კატეგორიულად უარყვეს, რომ საქართველოს „ელბიტ სისტემსის“ ვალი ჰქონდა. აი, რას ამბობდა, 2011 წლის მაისში, თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი სალომე მახარაძე

„მე შემიძლია ოფიციალურად გითხრათ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არც მათი (ელბიტ სისტემსის) და არც საერთოდ არავისი არანაირი დავალიანება ამ წუთისთვის არ ერიცხება.“

საქართველოს სახელმწიფოს ყველა კონტრაქტი იარაღით მოვაჭრე ისრაელის კომპანიებთან, მათ შორის „ელბიტ სისტემსთან“ დღემდე საიდუმლოა. პარლამენტის 2007 წლის სხდომების ოქმებიდან ჩანს, რომ კონტრაქტები, რომლითაც უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინეს, არც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და და არც ნდობის ჯგუფის შეკრებებზე განუხილავთ. არაოფიციალურად ცნობილია, რომ ისრაელის იარაღით მოვაჭრე კომპანიებთან კონტრაქტები პრეზიდენტ სააკაშვილი სა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის პირადი კონტაქტების მეშვეობით ფორმდებოდა. კეზერაშვილი ქართველი ებრაელია, რომელსაც საქართველოსთან ერთად ისრაელის მოქალაქეობაც აქვს. „ელბიტ სისტემს“ მაშინ ისრაელში ცნობილი პოლიტიკოსი, თელ ავივის ყოფილი მერი რონი მილო (იხილეთ http://en.wikipedia.org/wiki/Roni_Milo) და მისი ძმა ისრაელის კონცერნ „თავდაცვითი მრეწველობის“ ყოფილი დირექტორი შლომო მილო წარმოადგენდნენ. რონი მილოს 2007-2008 წლებში მინისტრ კეზერაშვილის მრჩევლის სტატუსიც კი ჰქონდა (იხილეთ http://www.voanews.com/georgian/news/----1212121-126517903.html). ისრაელისა და ამერიკული პრესის ცნობით, ძმებმა მილოებმა საქართველოს 2006-2008 წლებში, დაახლოებით 200 მილიონი დოლარის იარაღი მიჰყიდეს.  დღეს თავდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც სხვა უწყებები კომენტარს აღარ აკეთებენ. შესაბამისად, გაურკვეველია ქართველმა გადამხდელებმა „ელბიტ სისტემს“ 35 მილიონი დოლარი კონკრეტულად რა ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის უნდა გადაიხადონ. ვინ იყვნენ ამ ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები, არიან თუ არა ისინი ისევ სახელმწიფო სამსახურში და აგეს თუ არა პასუხი კანონის შესაბამისად?!  სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ამ საქმესთან დაკავშირებით კერძოდ ამბობენ

ირაკლი სესიაშვილი: „თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ელბიტ სისტემსთან გაფორმებული ეს კონტრაქტი შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, მაშინ ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საფუძვლები დამამტკიცებელი თუ რატომ არის ეს კონტრაქტი საიდუმლო.“

ირაკლი ალასანია: „ის რომ ყველა გადაწყვეტილება არ არის გამჭირვალე, არ არის ინსტიტუციური, ეს პირდაპირ საფუძვლებს ქმნის, ჩვენს ქვეყანაში ელიტარული კორუფციის გაჩენის. ეს შეეხება შეიარაღების, ნავთობპროდუქტების, შაქრის შემოტანას, ნებისმიერ სხვა ბიზნესს, ყველაფერი ეს არის მონოპოლიზირებული სააკაშვილი ს ვიწრო გუნდის მიერ. რა თქმა უნდა, თავდაცვის სფეროში მიმდინარე შესყიდვები მთლიანად კონკრეტულად ხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით.“

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და სხვა ქართველი მაღალჩინოსნების გვარებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 იარაღით მოვაჭრე კომპანიისა და პირის წინააღმდეგ მიმდინარე გახმაურებული გამოძიების დროს ერთხელ უკვე გაიჟღერა (იხილეთ http://www.justice.gov/criminal/fraud/fcpa/cases/alvirezd.html).  ერთ-ერთმა დაკავებულმა დენიელ ალვირესმა ოფიციალურად აღიარა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კორუფციული სქემით ვაჭრობდა (იხილეთ http://www.voanews.com/georgian/news/------108241489.html ).

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროსგან  განსხვავებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ სკანდალურ საქმეზე გამოძიება საჭიროდ საერთოდ არ ჩათვალა. დღეს თავდავის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი  მსხვილი ბიზნესმენია, კომპანია „გალფის“ (www.gulf-ge.com/home.php) მფლობელი, რომელიც საქართველოში საწვავის ბაზრის ერთ-ერთი მონოპოლისტია.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
საქართველო საკრედიტო რესურსის სიძვირით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია

22/05/2012 13:05 (09:03 minutes ago)

საკრედიტო რესურსის სიძვირით საქართველო მსოფლიო ში ერთ-ერთი ლიდერია და მსოფლიო ბანკის მონაცემებით (2010) კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები საქართველოზე მაღალი მსოფლიო ს მხოლოდ 7 ქვეყანაშია.

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (4 დღე 10:10 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group