გახადეთ საწყისი გვერდი |   ელფოსტა: გამოწერა გაუქმება

რას შეცვლის საქართველოს გეგმებში პირველი სამხედრო მსხვერპლი ავღანეთში | მედვედევი – სამხრეთ კავკასიის ჟანდარმი

This text is replaced by the Flash movie.

Tuesday, September 7, 2010
News Making Money

რუსეთი თავს ესხმის საქართველოს მინისტრს „სტრიპტიზის“ ფოტოების გამო

ავტორი შონ ვოლკერი, independent

29/07/2010 12:27 (40 დღე 02:07 minutes ago)

რუსულმა მედიამ აიტაცა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის უხერხული ფოტო, სადაც ის ღამის კლუბში პოზირებს.

ADVERTISEMENT

 

ეს კრიტიკის ახალი ტალღაა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილ ის წინააღმდეგ, რომელიც მთავრობაში „სტრიპტიზის მოცეკვავეებს“ ნიშნავს

 

მიხეილ სააკაშვილ მა 28 წლის ვერა ქობალია მინისტრად გასულ თვეში დანიშნა. წარმოშობით ქართველი ქობალია, 15 წლის განმავლობაში კანადაში ცხოვრობდა და პოლიტიკა ში მუშაობის გამოცდილება არა აქვს. ამბობენ, რომ სააკაშვილი მას თებერვალში, ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიადაზე მოგზაურობის დროს შეხვდა.

ფოტო, რომელიც როგორც სჩანს, ქალბატონი ქობალიას Facebook-ის გვერდიდანაა აღებული, ქართულმა გაზეთმა გამოაქვეყნა. მასში მინისტრი, მისი და და მათი სამი მეგობარი პოზირებენ. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული მედია, რომელიც ფართოდ აშუქებს ნებისმიერ ისტორიას, რაც პრეზიდენტ სააკაშვილს ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩენს, ამბავი აიტაცა და ამტკიცებს რომ ფოტო ვანკუვერის ღამის კლუბშია გადაღებული.

ქალბატონმა ქობალიამ განაცხადა, რომ ფოტო 10 წლის წინ, ფლორიდაში არდადეგების დროსაა გადაღებული. „თუკი ყველაზე ცუდი რამ, რასაც ოპოზიცია ან ნებისმიერი სხვა ჩემს წინააღმდეგ მოიპოვებს ჩემი კოლეჯისდროინდელი ძველი ფოტოა, ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ“ – განაცხადა მან.

ფოტოზე მინისტრს კაბა აცვია და არაფერი არ მიუთითებს იმაზე, რომ ის სტრიპტიზში მონაწილეობს. ასევე არაფრით დასტურდება ისიც, რომ ქალბატონები სტრიპტიზ-კლუბში არიან. არც ქალაქი ჩანს და არც ის, თუ როდისაა ფოტო გადაღებული.

ქალბატონი ქობალიას ბიოგრაფიის მიხედვით, კანადის დატოვებამდე ის იქ ერთ-ერთ ადგილობრივ სატელევიზიო არხზე მუშაობდა და კერძო ბიზნესი ჰქონდა, თუმცა ამან ვერ შეაჩერა რუსული ტაბლოიდი „კომსომოლსკაია პრავდა“ გუშინ გამოექვეყნებინა სტატია სათაურით: „სტრიპტიზის მოცეკვავიდან-მინისტრობამდე“. იგივე ტიპის მასალები დაბეჭდეს სხვა რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა. თავად მინისტრი გუშინ კომენტარისთვის მიუწვდომელი იყო.

მისი დანიშვნის დროს, ბევრი ექსპერტი გაოცებული იყო, რომ ასეთი საკვანძო სამინისტრო პოლიტიკა ში ასეთ ახალბედას ჩააბარეს. „წარმოიდგინეთ, როგორი ამბიციური უნდა იყოს ადამიანი, რომ ყოველგვარი აუცილებელი განათლების ან გამოცდილების გარეშე ჩაიბაროს ქვეყნის ეკონომიკური ხერხემლის ხელმძღვანელობა“ – აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკი ს ყოფილი ხელმძღვანელი – „ვფიქრობ ნებისმიერი შესძლებდა საკუთარ ოჯახში უფრო გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანის მოძებნას, ვიდრე ქალბატონი ქობალიაა“.

მაგრამ სააკაშვილი, რომელიც 36 წლის იყო, როდესაც 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გახდა, ჩვევად გაიხადა მინისტრებად 20–30 წლის ახალგაზრდების დანიშვნა. ის ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა თაობის ხელისუფლებაში კატაპულტირება მისი პროექტის განუყოფელი ნაწილია, პროექტის რომელიც ახალი ტიპის ქვეყნის მშენებლობა ს და საბჭოთა მემკვიდრეობის ამოძირკვას გულისხმობს. „გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობაში არ უნდა მუშაობდეს არავინ, ვინც საბჭოთა პერიოდში მსახურობდა“ – განაცხადა გასულ შემოდგომაზე ბატონმა სააკაშვილმა – „ზოგიერთს საბჭოთა პერიოდი არც ახსოვს“.

თბილისში ექსპერტები ამბობენ, რომ ქობალიამ მუშაობა პოზიტიურად დაიწყო და პირველ კვირებში დაუნდობელი ხასიათი გამოავლინა. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ვიზიტის დროს მან აღმოაჩინა, რომ მოსამსახურეთა უმრავლესობა შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე გაემგზავრა. მან სამსახურის მთელი საშტატო შემადგენლობა სამსახურიდან დაითხოვა, იუწყება ერთ-ერთი ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

დაფინანსებული ლინკები

Nikon d90
Cheap Home Insurance
Cheap Home Insurance
Debt Help
Breast Enlargement








Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group