იანვარში საქართველოში ინფლაციის დონე 0,5 პროცენტი იყო

This text is replaced by the Flash movie.

Sunday, February 5, 2012
News Making Money

საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით პოლემიკა გრძელდება

ავტორი RadioFreeEurope, Radio Liberty

29/07/2010 12:30 (555 დღე 22:34 minutes ago)

საქართველოს ოპოზიციური პარტიები, ექსპერტები სამართლის დარგში, არასამთავრობო ორგანიზაციები განაგრძობენ თავგანწირულ ბრძოლას, რათა წინ აღუდგნენ პარლამენტის მიერ კონსტიტუციის იმ ახალი პროექტის ოფიციალურად  მიღებას, რომელიც ისეა ფორმულირებული, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2013 წელს, მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის გასვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის სტატუსში უზენაეს მმართველად დარჩენის შესაძლებლობას აძლევს

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამასობაში კი ამერიკული ორგანიზაციის, ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებმა აჩვენა, რომ მხოლოდ გამოკითხულთა 26% უჭერს მხარს სააკაშვილი ს პრემიერ-მინისტრობას, ხოლო 32%  ამის წინააღმდეგია. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48%) ამჟამინდელი ძლიერი საპრეზიდენტო სისტემის შენარჩუნების მომხრენი არიან.

კონსტიტუციის პროექტი სააკაშვილი ს მიერ გასულ ზაფხულს დაფუძნებული კომისიის შრომის პროდუქტია. მისმა წევრებმა პროექტი 19 ივლისს დაამტკიცეს და 21 ივლისს პარლამენტს გადასცეს. პარლამენტმა პროექტი გამოაქვეყნა, რათა ერთი თვის მანძილზე საერთო-ეროვნული დისკუსიები გამართულიყო.  22 ივლისს “კავკას-პრესი” იტყობინებოდა, რომ  ვენეციის კომისიის ექსპერტები 16-17 სექტემბერს პროექტის განსახილველად თბილისში ჩამოვლენ.

მაგრამ იმ საზოგადოებრივი კომისიის ორი წევრი, რომელმაც კონსტიტუციის ალტენატიული პროექტი მოამზადა, ზაქარია ქუცნაშვილი და აღიარებული ექსპერტი სამართლის საკითხებში   ვახტანგ ხმალაძე პროგნოზირებენ, რომ  24 აგვისტოს პირველი პოსტ-საბჭოთა კონსტიტუციის მიღების წლისთავზე (1995) პარლამეტის საგანგებო სხდომას მოიწვევენ და პროექტს დაამტკიცებენ.

პუტინი ვით”

კონსტიტუციის ახალი პროექტისადმი გამოხატული პროტესტი  ერთი მომენტის გარშემოა ფოკუსირებული – ესაა აშკარა განსხვავება იმას შორის, რაც  ძალთა  შორის არსებული ბალანსის ცვლილების არგუმენტად მოჰყავთ და რა მოსალოდნელი რეალური გავლენა მოჰყვება ამ ცვლილებებს. პრეზიდენტი სააკაშვილი და იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც ძირითადი კანონის პროექტი შექმნა,  ავთანდილ დემეტრაშვილი აცხადებენ, რომ ის ”ევროპულ მოდელს” ეფუძნება და ცხადად წარმოადგენს  საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტოზე გადასვლის საფეხურს.

მაგრამ ოპოზიციური პარტიები დაობენ, რომ ახალი კონსტიტუციით  ძალაუფლების დიდი ნაწილი, რომლითაც დღეს პრეზიდენტია აღჭურვილი, უბრალოდ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს, რომელსაც პარლამენტის უმრავლესობა ირჩევს. ეს პირობა ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” სააკაშვილი ს პრემიერ-მინისტრად წარდგენის უფლებამოსილებას მიანიჭებდა.

გარდა ამისა, ოპოზიცია აცხადებს რომ ახალი მოდელი დაასუსტებდა პარლამენტს, რადგან თუ პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს,  პრეზიდენტს კაბინეტის  მაგიერ, პარლამენტის დათხოვნის არჩევანი აქვს.

ოპოზიციური პარტიის თანალიდერმა კახა კუკავამ ახალ პროექტს აგდებულად უწოდა ”ნაციონალური მოძრაობის ახალი შეთანხმება” და  ” პუტინი ს კონსტიტუცია”, რაც  იმას ნიშნავს, რომ ის საშუალებას მისცემს სააკაშვილს, მიბაძოს რუსეთის პრეზიდენტს და უბრალოდ თანხმობა განაცხადოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, 21 ივლისს იტყობინებოდა „კავკას-პრესი“. ალტერნატიულმა საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ სააკაშვილს თხოვნით მიმართა, პარლამენტიდან გამოითხოვოს პროექტი, 23 ივლისს იუწყებოდა „კავკას-პრესი“, ხოლო თეთრების ოპოზიციურმა მოძრაობამ, რომელსაც სათავეში თემურ შაშიაშვილი უდგას, 26 ივლისს განცხადება გააკეთა და პროექტის საერთო-ეროვნულ რეფერენდუმზე გატანა მოითხოვა.

ამ მოთხოვნათაგან არც ერთს არა აქვს წარმატების შანსი და არც იმის შანსი არსებობს, რომ პარლამენტი რომელშიც გაერთიანებულ ”ნაციონალურ მოძრაობას” 150 მანდატიდან 131 აქვს, ვერ მოახერხებს პროექტის მიღებას. ამ თვალსაზრისით სააკაშვილმა, როგორც ამას რუსული ყოველდღიური გამოცემა ”კომერსანტი” წერდა – „საკუთარ თავს ხელისუფლებაში დარჩენა მიუსაჯა”.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group