მერაბიშვილი ბელარუსს სტუმრობდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

კავკასიური მაფია ლაჟვარდოვან სანაპიროზე მკვიდრდება

ავტორი შარლოტა მენეგო, LE FIGARO

03/09/2010 15:32 (522 დღე 17:19 minutes ago)

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დანაშაულებრივი ქსელები, საფრანგეთის ხელისუფლებაში სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

გასულ კვირას, ნიცას კრიმინალურმა პოლიციამ ბანდიტური დაჯგუფების, ოცდაათწლამდე ასაკის ორი ქართველი მეთაური დააკავა. „ერთ-ერთი მათგანი ესპანეთში ფულის გათეთრების ცნობილი საქმის მონაწილეა და ექსტრადაციის მოლოდინშია, მეორე კი ეჭვმიტანილია სხვა ქართველი ბანდიტის მკვლელობის ორგანიზებაში. ეს ფაქტი    ქალაქ ნიცაში, ერთ-ერთ სახლში მოხდა, დანაშაული მძაფრსიუჟეტიან ფილმს მოგაგონებთ“ – ამბობს გამომძიებელი.

კავკასიური წარმომავლობის (ძირითადად საქართველოდან, ჩეჩნეთიდან და სომხეთიდან) დანაშაულებრივი ქსელი  განსაკუთრებულ მასშტაბებს იძენს ნიცას ლაჟვარდოვან სანაპიროზე, რის გამოც პოლიცია განსაკუთრებულ სიფხიზლეს იჩენს. „ეს პრობლემა ახლახანს გაჩნდა. დაახლოებით ერთი წელია, რაც ეს ჯგუფები ჩვენს სანაპიროზე გააქტიურდნენ“ – აცხადებენ ნიცას პოლიციაში.

გასულ ხუთშაბათს, კავკასიურმა ბანდამ განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი. ოთხი ჩეჩენისგან შემდგარმა ჯგუფმა პოლიციელი მაშინ სცემა, როდესაც ის სიგარეტს ყიდულობდა. „სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციელს სახის არეში უამრავი დარტყმა მიაყენეს და შემდეგ მოსაკლავად განწირული, ორ ავტომანქანას შორის ჩააგდეს“ – ჰყვება პოლიციის პროფკავშირების წარმომადგენელი ლორან ლობრი და დასძენს, რომ  ამ ადამიანებს არ გააჩნიათ მორალი, არანაირ წესებს არ ექვემდებარებიან და ხშირად სერიოზულად არიან  შეიარაღებულები“.

თუმცა ამ კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი – კოსნპირაციაა. მარტში ქართული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური ევროპული ოპერაციის შემდეგ, პოლიციამ აღმოაჩინა რომ კრიმინალები ყოველთვის კარგად ჩაცმულები არიან და პოლიციის ყურადღება რომ არ მიიპყრონ, ყოველთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ. მაფიის თავკაცებიც კი საკმაოდ მოკრძალებული ცხოვრების წესს მისდევენ. ოპერაცია „იავას“ წყალობით, 69 პირის დაკავება მოხერხდა, მათგან ოთხი მეთაურის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, გერმანია და შვეიცარია). მათგან 3 საფრანგეთში დააპატიმრეს. გამომძიებლები დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ ქურდობის, იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეებს, ფულის გათეთრების ოპერაციებს, ფულის გამოძალვისა და მკვლელობების დაგეგმვის ფაქტებს.

„ნახევრად გასამხედროებული ორგანიზაცია“

გამოძიებამ იმ დაჯგუფებების შემადგენლობა ამხილა, რომლებსაც კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობენ („კანონიერი ქურდები“ – ქართული და რუსული მაფიის თავკაცები). „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უკეთ სტრუქტურირებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია ევროპაში, რომელიც თითქმის სამხედრო წესებით მოქმედებს“ – აღნიშნავს კრიმინოლოგი ალენ ბოე. „ჯგუფები ევროპის მრავალ ქვეყანაში არიან გაფანტული. თითოეული ჯგუფი, რეგიონალური ზედამხედველს ექვემდებარება, რომელიც  შემოსავლის 10%-ს იღებს“ – ამბობს იგი – „ამ ფულით საერთო სალარო ივსება საიდანაც შესაბამისი ღონისძიებები ფინანსდება“.

ერთ-ერთი გამომძიებლის აზრით, რეალურად ფული ხშირად სხვადასხვა მომგებიან საქმეში, მაგალითად ნავთობისა და ნარკოტიკების ბიზნესში იდება“. მისი თქმით „მათი საფრთხე  არამხოლოდ იმ სასტიკ მეთოდებშია, რომელსაც იყენებენ, არამედ ეკონომიკურ ძალაუფლებაში, რომელსაც აღწევენ“. მისივე თქმით, ეს კრიმინალური დაჯგუფებები დასავლეთის ქვეყნებში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც მათ ქვეყნებში მათ წინააღმდეგ დიდი წმენდა განხორციელდა“.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group