ფერადი ფეიერვერკის ფონზე აზერბაიჯანმა 1 სექტემბერს თავისი ეროვნული
დროშის ყველაზე მასშტაბური ვერსია აღმართა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ის ამტკიცებს, რომ ეს დროშა მსოფლიო ში უდიდესია – 70 მეტრი 35-ზე და არნახულად მძიმე – 350 კილოგრამი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში $32 მილიონის ღირებულების ეროვნული დროშის სკვერის გახსნას უხელმძღვანელა და განაცხადა, რომ მოესწრება იმ დღეს როდესაც აზერბაიჯანის ეროვნული დროშა, რომელიც ცისფერი, მწვანე და წითელი ფერებისგან შედგება მთელი აზერბაიჯანის, მათ შორის სადაო ანკლავის მთიანი-ყარაბახის თავზეც იფრიალებს.
”ჩვენი დროშა ჩვენი სიამაყე და სულია” – უთხრა ალიევმა შეკრებილ ხალხს. ”ის იფრიალებს ყარაბახის, ხანქენდისა და შუშას თავზე. ჩვენ ყველამ ბევრი უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ეს დღე დავაჩქაროთ და ასეც ვიქცევით. გაუმარჯოს აზერბაიჯანს”.
აი ამ ატმოსფეროში ჩადის რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დღეს იმ ქვეყანაში, რომელიც სამხრეთ-კავკასიის სამ ქვეყანას შორის, ყველაზე ძლიერ ქვეყნად განიხილება.
მისი ორდღიანი ვიზიტი ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში მხოლოდ ხელის ჩამორთმევებითა და ღიმილით აღსავსე როდი იქნება. იმ დროს, როდესაც მედვედევი ს ვიზიტი, ფორმალურად სასაზღვრო შეთანხმებისა და წყლის რესურსების განაწილების პროექტების გარშემო ტრიალებს, მოსალოდნელია რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან საუბარი ისეთ უხერხულ საკითხებზეც წარიმართება, როგორიც არის ენერგეტიკული სტრატეგია და რეგიონში ფავორიტიზმად აღქმული რუსეთის პოზიციაც.
თავდაპირველად შეხვედრა სექტემბრის ბოლოს იყო დანიშნული. შეხვედრა კრემლმა დააჩქარა და ახლა ის შეერთებულ შტატებში და გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ალიევის ვიზიტის წინ ჩატარდება. იქ ის აშშ-ს ოფიციალურ პირებსაც უნდა შეხვდეს.
” მედვედევი ს ვიზიტი ერთგავარად პრევენციული ნაბიჯია, რათა აზერბაიჯანი დასავლეთთან უფრო ახლო გეოპოლიტიკური კავშირებისგან შეაკავოს” – ”რადიო თავისუფლების” აზერბაიჯანულ სამსახურს განუცხადა რასიმ მუსაბეკოვმა, ბაქოელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა – ”რუსეთი შეეცდება აზერბაიჯანი დაპირებებითა და გარკვეული პრობლემების გადაჭრით დაარწმუნოს, მაგრამ მე მჯერა რომ ბაქო არასდროს მოექცევა მხოლოდ რუსეთის გავლენის ქვეშ”.
ღია ჭრილობა
ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ბაქოს სურს რომ მოსკოვმა გადაწყვიტოს, მეზობელ სომხეთთან ქრონიკული დავაა. ორი ქვეყანა მთიანი-ყარაბახის გამო ისტორიულ ჩიხშია გამომწყვდეული. ეს ანკლავი, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრებში მდებარეობს, ძირითადად სომხებითაა დასახლებული.
სომხეთსა და აზერბაიჯანს ამ ტერიტორიის გამო სასტიკი ომი ჰქონდათ და ის საზავო შეთანხმებით მხოლოდ 1994 წელს დასრულდა, მაგრამ მთიანი-ყარაბახის საბოლოო სტატუსი გაურკვეველია და სიტუაცია ანკლავსა და მის გარშემო სივრცეში არასტაბილური რჩება.
მედვედევი ს ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, აზერბაიჯანმა განაცხადა რომ გაიმართა ორმხრივი სროლები და ანკლავის კარგად დაცულ საზღვარზე სამი სომეხი და ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ასეთივე შეტაკება მოხდა ივნისშიც, ზუსტად რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მედვედევმა სანქტ-პეტერბურგში ალიევსა და მის სომეხ კოლეგას, სერჟ სარქისიანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლა.
კონსპიროლოგიური თეორიებისადმი მიდრეკილ რეგიონში, ცოტაა ისეთი ექსპერტი, ვინც შეტაკებებს უბრალო დამთხვევად მიიჩნევს. ( მედვედევი ს ვიზიტის გარდა, დღეს აღინიშნება მთიანი-ყარაბახის დამოუკიდებლობის დღეც და რამდენიმე უმაღლესი რანგის სომეხი პოლიტიკოსი ანკლავის დედაქალაქ სტეპანაკერტში გაემგზავრა.)
ვაფა გულუზადე, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ამბობს, რომ მისი რწმენით, შეტევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული იყო, რათა მედვედევი ს ვიზიტის დროს დაესუსტებინათ აზერბაიჯანის პოზიცია.
”მათ ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე ბრძოლის ინსპირირება მოახდინეს. შესაძლოა (ეს ბოლო შეტაკება) იმიტომ მოხდა აზერბაიჯანში მედვედევი ს ვიზიტის წინ, რომ ქვეყანაზე პოლიტიკური ან სამხედრო ზეწოლა განხორციელდეს და ის უფრო დამყოლი გახდეს. შესაძლოა ეს მინიშნებაა. რუსეთს ერთი რამის თქმა უნდა ”ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ ჩვენი აგრესია. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაცია” – ამბობს გულუზადე – ”რუსები არიან ყველა სომეხი მეთაურის უფროსები. ამიტომაცაა, რომ ყველაფერზე რაც ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე ხდება, პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაცია და მისი ხელისუფლებაა”.
რუსეთის როლი
რუსეთს სომხეთთან დიდი ხნის რეგიონული მეგობრობა აკავშირებს და მედვედევი ს ვიზიტამდე ბაქოში, ზუსტად ორი კვირით ადრე მან და სარქისიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელმაც რუს სამხედროებს სომხეთში დისლოკაციის ვადა გაუგრძელა და ერევანს უსაფრთხოების გარანტიები მისცა.
ამ შეთანხმებამ ძალიან გააბრაზა აზერბაიჯანი, რომელიც დრო და დრო იმუქრება, რომ მთიანი-ყარაბახის ჩიხს ძალის გამოყენებით გადაჭრის. ბაქოში ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა შეთანხმებით სომხეთს კონფლიქტში უსამართლო უპირატესობა მიანიჭა, რომელშიც კრემლი თავს მიუკერძოებელ შუამავლად ასაღებს.
რუსეთმა არად ჩააგდო იდეა იმის თაობაზე, რომ განახლებული ხელშეკრულება რამენაირად შეცვლის ბალანსს მთიან- ყარაბახთან დაკავშირებით. (მან ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანს მძლავრი ანტი-საზენიტო დანადგარი მიჰყიდა).
რეალურად მოსკოვი, ალიევის და მედვედევი ს მოლაპარაკებების წინ ყველა კოზირს ვერ ფლობს. რუსეთის ლიცენზია აზერბაიჯანის ქაბალას სარადარო სადგურზე, რომელიც ფარავს მთელს ირანს და ახლო-აღმოსავლეთის უდიდეს ნაწილს, 2012 წელს იწურება.
ილხან შაჰინოღლუს, Atlas Research-ის კვლევითი ცენტრის დირექტორი არ ფიქრობს, რომ ლიცენზია აუცილებლად განახლდება.
”რუსმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სამხედრო შეთანხმებას სომხეთთან და რეგიონში სიტუაცია შეცვალა” – ამბობს შაჰინოღლუ – ”ამიტომ ჩვენ ორჯერ დავფიქრდებით, სანამ ქაბალას სარადარო სადგურის ლიცენზიის ვადის გაგრძელებაზე თანხმობას ვიტყვით – უნდა გავაკეთოთ ეს ანტი-აზერბაიჯანული პაქტის დადების შემდეგ, თუ არა?”
დარტყმა ნახშირწყალბადით
აირისა და ნავთობის დიდი მარაგი აზერბაიჯანს რუსეთზე ზემოქმედების სერიოზულ ბერკეტს აძლევს. მოსკოვს ძალიან სურს, რომ დასავლეთის ენერგეტიკულ მომარაგებაზე თავისი მონოპოლია განიმტკიცოს და ცდილობს ისეთ პროექტებს, რომლებსაც ევროპა უჭერს მხარს, მაგალითად ”ნაბუქოს” ხელი შეუშალოს, რადგან ის გვერდს უვლის რუსეთის ტერიტორიას და არა-რუს მიმწოდებლებზეა გათვლილი, მათ შორის აზერბაიჯანზეც.
მედვედევმა ბაქოში გასული წლის ვიზიტის დროს ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ გიგანტ „გაზპრომს“ აზერბაიჯანულ გაზზე თავდაპირველ უფლებას ანიჭებს და კრემლი აცხადებს, რომ ამ შეთანხმების დამატებით პროტოკოლს რუსეთის ლიდერის ამჟამინდელი ვიზიტის დროს მოეწრება ხელი.
შაჰინოღლუ აღიარებს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ და ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით აზერბაიჯანს სურს კრემლის სასარგებლოდ ითამაშოს. ბაქოს, მეორე სამხრეთ-კავკასიური ქვეყნისგან, საქართველოსგან განსხვავებით, არასდროს მიუცია მოსკოვისთვის განგაშის საბაბი იმით, რომ დასავლეთში ინტეგრაციის სერიოზული სურვილი გამოუთქვამს.
მაგრამ იმავდროულად, აზერბაიჯანს ნავთობის მდიდარი მარაგები ანიჭებს დამოუკიდებლობის ისეთ ხარიხსს, რომელსაც ვერც საქართველო და ვერც სომხეთი ვერ შეედრება. დღეისთვის ბაქო ოსტატურად ინარჩუნებს ბალანსს რუსეთს, მის ტრადიციულ მოკავშირეს თურქეთსა და ახალ დასავლელ მეგობრებს შორის.
მაგრამ შაჰინოღლუს აზრით, აზერბაიჯანი ძალიან ხშირად აძლევს მოსკოვს იმას, რაც მას სურს – ეს კი უნდა შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სამხრეთ-კავკასიაში თავის ურთიერთობებში უპირატესობას სომხეთს მიანიჭებს.
”აზერბაიჯანს არასდროს მიუნიჭებია უპირატესობა ”ნაბუქოს” პროექტისთვის რუსეთის გამო. აზერბაიჯანს არასდროს გამოუთქვამს ღიად ნატო-ში გაწევრიანების სურვილი, რუსეთის გამო. ოფიციალური პირები ყოველთვის აცხადებენ, რომ ქვეყანა არ ისწრაფვის ევროკავშირში ან ნატო-ში” – ამბობს შაჰინოღლუ – ”ვფიქრობ ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და რადგან რუსეთი აშკარად უჭერს მხარს სომხეთს, როგორც სამხედრო ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენც ჩვენს არჩევანს უნდა გადავხედოთ”.
სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება
საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის http://foreignpress.ge მიერ.
Related Stories